ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილები

ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილები

ფოტო: azat.tv

 

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილმა, რომელიც ივლისის დასაწყისში გაიმართა, მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილების რეიტინგში ის მხოლოდ მეცხრე ადგილს იკავებს.

Britannica-ს 2026 წლის შეფასებების მიხედვით, რომელიც ყველა თანხას აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) საფუძველზე ინფლაციას არგებს, ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი 2016 წელს მოსკოვში გაიმართა. ეს რუსი ნავთობმაგნატის, მიხაილ გუცერიევის ვაჟის, საიდ გუცერიევისა და ხადიჟა უჟახოვას ქორწილი იყო, რომლის ღირებულებაც დღევანდელი ფასებით დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ღონისძიებაში ცნობილი მომღერლები: ჯენიფერ ლოპესი, ენრიკე იგლესიასი და სტინგი მონაწილეობდნენ.

რეიტინგში მეორე ადგილს ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის ვაჟის, ანანტ ამბანისა და რადჰიკა მერჩანტის 2024 წლის ქორწილი იკავებს, რომლის ღირებულება, სხვადასხვა შეფასებით, 641 მილიონიდან 1.1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

მესამე ადგილზეა პრინც ჩარლზისა და დაიანა სპენსერის სამეფო ქორწილია, რომელიც 1981 წელს ლონდონში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ღონისძიება დაახლოებით 48 მილიონი დოლარი დაჯდა, ინფლაციის გათვალისწინებით მისი ღირებულება დღეს 176 მილიონ დოლარს აღწევს. ცერემონიას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 750 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს, რის გამოც მას „საუკუნის ქორწილი“ უწოდეს.

რეიტინგში სამი ინდური ქორწილი მოხვდა. გარდა ანანტ ამბანისა, სიაში არიან მუკეშ ამბანის ქალიშვილი იშა ამბანი, რომლის ქორწილი ანანდ პირამალთან დაახლოებით 133 მილიონ დოლარად შეფასდა, და ვანიშა მიტალისა და ამიტ ბჰატიას ქორწილი, რომელიც საფრანგეთის ვერსალში გაიმართა და დაახლოებით 106 მილიონი დოლარი დაჯდა.

სამეფო ქორწილებს შორის ასევე მოხვდა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ისა და ლეტიცია ორტისის 2004 წლის ქორწილი, რომლის ღირებულება 43-62 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან რეიტინგში ასევე არიან პრინცი ჰარი და მეგან მარკლი და პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი.

სიაში მოხვდა Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილი, რომელიც 2025 წელს, ვენეციაში გაიმართა და სხვადასხვა დათვლებით 48-56 მილიონი დოლარი დაჯდა.

#წყვილიღირებულება (2026 წლის დოლარში)წელიადგილი
1ხადიჟა უჟახოვა & საიდ გუცერიევი$1.4 მილიარდი2016მოსკოვი
2რადჰიკა მერჩანტი & ანანტ ამბანი$641 მილიონი – $1.1 მილიარდი2024მუმბაი
3დაიანა სპენსერი & პრინცი ჩარლზი$176 მილიონი1981ლონდონი
4იშა ამბანი & ანანდ პირამალი$133 მილიონი2018მუმბაი
5ვანიშა მიტალი & ამიტ ბჰატია$106 მილიონი2004ვერსალი
6ლეტიცია ორტის როკასოლანო & პრინცი ფელიპე$43-62 მილიონი2004მადრიდი
7მეგან მარკლი & პრინცი ჰარი$60 მილიონი2018უინძორი
8ლორენ სანჩესი & ჯეფ ბეზოსი$48-56 მილიონი2025ვენეცია
9ტეილორ სვიფტი & ტრევის კელსი$20-50 მილიონი2026ნიუ-იორკი
10ქეით მიდლტონი & პრინცი უილიამი$49 მილიონი2011ლონდონი