ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქართული ტელეარხები

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქართული ტელეარხები

ბოლო პერიოდის კვლევების მიხედვით, საქართველოში ტელევიზიის პოპულარობა იკლებს, თუმცა პოლიტიკური მოვლენებისა და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რჩება. კერძოდ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, თუკი 2014 წელს, ტელევიზია ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო მოსახლეობის 85%-სთვის იყო, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 72%-მდე შემცირდა. თუმცა ტელევიზია კვლავ სარეკლამო ბაზრის ყველაზე მსხვილ მოთამაშედ რჩება.

2017 წელს წინა წელთან შედარებით ტელეკომპანიების საერთო შემოსავალი მცირედით, 0.6 მლნ ლარით გაიზარდა და ჯამში 97.5 მლნ ლარი შეადგინა.

TI-ის მონაცემებით, სარეკლამო შემოსავლები 69.2 მლნ ლარამდე არის, რაც წინა წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით დაახლოებით 14.1 მლნ ლარით ნაკლებია. შესაბამისად, 2017 წელს ლარში სარეკლამო შემოსავლები დაახლოებით 16.9%-ით შემცირდა.

მიუხედავად სარეკლამო ბაზრის კლებისა, არის ტელეკომპანიები, რომელთა შემოსავალიც სტაბილურად იზრდება. მაგალითად, “ტვ პირველის” სარეკლამო შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 2017 წელს თითქმის გაორმაგებულია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.