ყველაზე მოგებიანი ბანკები საქართველოში

ყველაზე მოგებიანი ბანკები საქართველოში

საქართველოში არსებული 15 ბანკიდან, წმინდა მოგების თვალსაზრისით, პირველ ადგილზე “თიბისი ბანკია“.

თიბისის მოგებამ 2019 წელს 392 მლნ ლარი შეადგინა. მისი აქტივების ღირებულება 18 მლრდ ლარია და ამ მხრივაც ეს კომერციული ორგანიზაცია საქართველოში პირველ ადგილს იკავებს.

რეიტინგში 17-მილიარდიანი აქტივებით მეორე ადგილზე “საქართველოს ბანკია”. ამ ბანკის მოგება გასულ წელს 390.4 მლნ ლარს შეადგენდა. აქტივების ზომით უმსხვილესი ბანკების სამეულს 2.1-მილიარდიანი აქტივებით “ლიბერთი ბანკი” ასრულებს; წმინდა მოგების მხრივ კი საბანკო სექტორში 2019 წელს მესამე ადგილზე “კრედო ბანკი” იყო, რომელმაც 27.7 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო. 

ეროვნული ბანკის სტატისტის მიხედვით, ფინანსურ ზარალზე მხოლოდ ორი – “სილქ როუდ” და “პაშა ბანკია”. “პაშა ბანკის” ზარალი 2019 წელს 8 მლნ ლარი იყო, “სილქ როუდ ბანკის” ზარალი კი – 210 ათასი ლარი.

რაც შეეხება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუ ბანკის“ მოგებას, გასულ წელს მან 22 მლნ ლარი შეადგინა.

წმინდა მოგების მხრივ საქართველოს კომერციული ბანკების სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

1 “თიბისი ბანკი” – 392,114,132 ლარი; 

2 “საქართველოს ბანკი” – 390,435,262 ლარი; 

3 “კრედო ბანკი” – 27,699,088 ლარი; 

4 “ლიბერთი ბანკი” – 26,832,117 ლარი; 

5 ბაზისბანკი – 24,830,002 ლარი; 

6 “პროკრედიტ ბანკი” – 23,131,243 ლარი; 

7 “ქართუ ბანკი” – 22,449,122 ლარი; 

8 ტერაბანკი – 20,241,573 ლარი; 

9 “ვითიბი ბანკი” – 13,656,751 ლარი; 

10 “ხალიკ ბანკი საქართველო” – 7,647,408 ლარი; 

11 “იშ ბანკი საქართველო” – 5,807,767 ლარი; 

12 “ზირაათ ბანკი საქართველო” – 3,471,759 ლარი; 

13 “ფინკა ბანკი საქართველო” – 3,398,621 ლარი; 

14 “სილქ როუდ ბანკი” – მინუს 210,554 ლარი;

15 “პაშა ბანკი საქართველო” – მინუს 8,209,436 ლარი. 

საქართველოს ყველა კომერციულმა ბანკმა 2019 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *