2017 წელს საქართველოს ავტოპარკი 5.3%-ით გაიზარდა. ავტოპარკის 81.9%-ს მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს. სამგზავრო ავტომანქანების წილი საქართველოს ავტოპარკში 4.3%-ია, ხოლო სატვირთოების – 8%. ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2008 წლამდეა წარმოებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს.
საქართველოში ავტომობილების ყველაზე გავრცელებული ფერი ვერცხლისფერი (30%) და თეთრია (16%).
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES-BENZ-ის და OPEL-ის მარკის ავტომანქანები. 2017 წელს მნიშვნელოვნად (31%–ით) გაიზარდა TOYOTA-ს მარკის ავტომანქანების რაოდენობა.
მოდელებიდან კვლავ ლიდერობს OPEL ASTRA და E კლასის მერსედესები, რომლებსაც მოსდევს C კლასის მერსედესები და OPEL VECTRA.
მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (43.6%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2017 წელს მსუბუქებს შორის უფრო მოთხოვნადია “ჰეტჩბეკი” ძარის ტიპის ავტომანქანები.
როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD, რომელიც სამგზავროების 46%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების – 27.6%-ს.
3 წლამდე ასაკის ავტომობილებიდან 2017 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო TOYOTA (1964), რომელსაც მოსდევს MERCEDES-BENZ (301), FORD (276), HYUNDAI (275), SKODA (271) და ა.შ