წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19.4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.
ექსპორტი ყველაზე მეტად შემდეგ ბაზრებზე გაიზარდა: პოლონეთი – 39% (1032400 ბოთლი), ჩინეთი – 23% (1372839) და აშშ – 165% (182025); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიეტუვა – 21% (134376), ესტონეთი – 18% (142112), საფრანგეთი – 41% (34170), შვედეთი – 313% (9000), ბულგარეთი – 161% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი – 15% (13279083), ბელარუსი – 36% (317280), მონღოლეთი – 7% (66012) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (13279083), უკრაინა (1419222), ჩინეთი (1372839), პოლონეთი (1032400) და ყაზახეთი (560460).
ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია ღვინო “ქინძმარაული” – 3677356 ბოთლი, მას მოსდევს “მუკუზანი” – 1209406, “წინანდალი” – 890458, “ახაშენი” – 422220, “ხვანჭკარა” – 226072 და ა.შ.
წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 148 კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 74%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 12,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 71%).
მსოფლიოს 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 118 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 170% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 323 ათასი აშშ დოლარია (ზრდა 153%).