ქვეყნები, რომლებიც კოსმოსს ითვისებენ

ქვეყნები, რომლებიც კოსმოსს ითვისებენ

კოსმოსში ლიდერობას არ თმობს ამერიკის შეერთებული შტატები და ის ორჯერ მეტ სატელიტს ფლობს დედამიწის გარეთ, ვიდრე ერთად აღებული ტოპ 10-ქვეყანა.

დედამიწას დღეს 1950 აქტიური სატელიტი/კოსმოსური თანამგზავრი აკვირდება და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. კოსმოსური მისიების განხორციელება თავდაპირველად მხოლოდ ეროვნულ დონეზე დაიწყო, თუმცა შემცირებული ფასის,  გაზრდილი კონკურენციის და ციფრული მაუწყებლობის განვითარების პირობებში კოსმოსში კერძო კომპანიებიც გამოჩნდნენ. შედეგად, კოსმოსური ობიექტები ხელმისაწვდომი გახდა ისეთი ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც საკუთარი სახსრებით სატელიტების შექმნა და კოსმოსში გაგზავნა არ შეუძლიათ. დედამიწის ატმოსფეროს გაცდენა და კოსმოსში ტურისტების გაგზავნაც სხვადასხვა კერძო კომპანიებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა.

UCS Satellite მონაცემებით, კოსმოსში ლიდერობას არ თმობს ამერიკის შეერთებული შტატები და ის ორჯერ მეტ სატელიტს ფლობს დედამიწის გარეთ, ვიდრე ერთად აღებული ტოპ 10 ქვეყანა.

2018 წლის მონაცემებით, კოსმოსში სატელიტების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აშშ – 830
  • ჩინეთი – 280
  • რუსეთი 147
  • მულტინაციონალური – 145
  • იაპონია – 75
  • გაერთიანებული სამეფო – 54
  • ინდოეთი – 54
  • კანადა – 37
  • ლუქსემბურგი – 33
  • გერმანია – 29
  • ესპანეთი – 17
  • არგენტინა – 14
  • დანარჩენი ქვეყნები – 242

დღეს კოსმოსში განთავსებული სატელიტების უმეტესობა – 846 ობიექტი კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, სამოქალაქო დანიშნულების 145 სატელიტია, სამთავრობო დანიშნულების 385, ხოლო სამხედრო კი 302.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.