ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ქალი ცხოვრობს

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ქალი ცხოვრობს

Forbes-ის უმდიდრესი ქალების სია 328 ადამიანისგან შედგება, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 36%-ითაა გაზრდილი. აქედან ყველაზე მეტი – 85 ქალი – ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მათი ქონება ჯამურად $555 მილიარდს აღწევს.

აღნიშნული მაჩვენებლით მეორე ადგილზე გერმანია დგას 29 მილიარდერი ქალითა და მათი $102.5-მილიარდიანი საერთო სიმდიდრით.

City A.M.-ი გვთავაზობს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი უმდიდრესი ქალი ცხოვრობს.

ქვეყანამილიარდერი ქალების რაოდენობაჯამური ქონება
აშშ85$555 მლრდ
გერმანია29$102.5 მლრდ
ჩინეთი26$165.7 მლრდ
იტალია13$34.7 მლრდ
ჰონგ-კონგი10$64.8 მლრდ
ავსტრალია9$40 მლრდ
ბრაზილია9$18.4 მლრდ
შვეიცარია9$34.4 მლრდ
ინდოეთი7$23.7 მლრდ
ესპანეთი7$19.5 მლრდ
შვედეთი7$32 მლრდ
საფრანგეთი5$95 მლრდ
კანადა4$8 მლრდ
დანია4$19.9 მლრდ
სამხრეთი კორეა4$8.8 მლრდ
თურქეთი4$8.6 მლრდ
ისრაელი3$6.7 მლრდ
ნორვეგია3$6.7 მლრდ
რუსეთი3$15.6 მლრდ
გაერთიანებული სამეფო3$11 მლრდ

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალად L’Oreal-ის დამფუძნებლის მემკვიდრე, ფრანსუაზ ბეტანკურ-მაიერსი, სახელდება. წლიდან წლამდე მდიდრდება Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის, ყოფილი ცოლი, მაკკენზი სკოტიც, რომელმაც პანდემიის დროს საქველმოქმედო მიზნებით $6 მილიარდი  გასცა.

ამავე თემაზე:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *