მსოფლიოს უმდიდრესი ქალები

მსოფლიოს უმდიდრესი ქალები

Forbes-ის 2021 წლის მილიარდერთა ჩამონათვალში 328 ქალს შეხვდებით, რაც გასულ წელთან შედარებით 36%-იანი ზრდაა. სიაში შემავალი უმდიდრესი ქალების ქონება კი ჯამურად $1.53 ტრილიონს შეადგენს, რაც თავის მხრივ 60%-ითაა გაზრდილი.

მილიარდერი ქალებიდან მხოლოდ 12 იზიარებს საკუთარ წარმატებას ქმართან, შვილთან, და-ძმასთან ან ოჯახის სხვა წევრთან. შეხვდებით ისეთებსაც, რომელთაც კომპანიები მემკვიდრეობით ერგოთ, თუმცა აქტიურად არ არიან ჩართულები საქმიანობაში. მათ რიცხვს განეკუთვნება Dolby Laboratories-ის 36%-იანი წილის მფლობელი დაგმარ დოლბი, რომლის მეუღლეც, რეი დოლბი, 2013 წელს გარდაიცვალა.

რაც შეეხება სიის ლიდერს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალად L’Oreal-ის დამფუძნებლის მემკვიდრე, ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი, სახელდება. წლიდან წლამდე მდიდრდება Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის, ყოფილი ცოლი, მაკკენზი სკოტიც, რომელმაც პანდემიის დროს $6 მილიარდის ქველმოქმედება გასცა.

გთავაზობთ მსოფლიოს უმდიდრესი ქალების ათეულს:

 

ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი&ოჯახი

Net Worth: $73.6 მილიარდი

ასაკი: 67

მოქალაქეობა: საფრანგეთი

სიმდიდრის წყარო: L’Oreal

ელის ვოლტონი

Net Worth: $61.8 მილიარდი

ასაკი: 71

მოქალაქეობა: აშშ

სიმდიდრის წყარო: Walmart

მაკკენზი სკოტი

Net Worth: $53 მილიარდი

ასაკი: 50

მოქალაქეობა: აშშ

სიმდიდრის წყარო: Amazon

ჯულია კოხი&ოჯახი

Net Worth: $46.3 მილიარდი

ასაკი: 58

მოქალაქეობა: აშშ

სიმდიდრის წყარო: Koch Industries

მირიამ ადელსონი

Net Worth: $38.2 მილიარდი

ასაკი: 75

მოქალაქეობა: აშშ

სიმდიდრის წყარო: კაზინოები

ჟაკლინ მარსი

Net Worth: $31.3 მილიარდი

ასაკი: 81

მოქალაქეობა: აშშ

სიმდიდრის წყარო: ტკბილეული; ცხოველების საკვები

იან ჰუეიანი&ოჯახი

Net Worth: $29.6 მილიარდი

ასაკი: 39

მოქალაქეობა: ჩინეთი

სიმდიდრის წყარო: უძრავი ქონება

სუსანე კლატენი

Net Worth: $27.7 მილიარდი

ასაკი: 58

მოქალაქეობა: გერმანია

სიმდიდრის წყარო: BMW

ჯინა რაინჰარტი

Net Worth: $23.6 მილიარდი

ასაკი: 67

მოქალაქეობა: ავსტრალია

სიმდიდრის წყარო: ლითონის საბადოები

აირის ფონტბონა&ოჯახი

Net Worth: $23.3 მილიარდი

ასაკი: 78

მოქალაქეობა: ჩილე

სიმდიდრის წყარო: მრეწველობა

ამავე თემაზე:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *