რა არის აკვიზიცია?

რა არის აკვიზიცია?

აკვიზიცია (ინგლისურად Aquisition) არის ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიის სრულად შესყიდვა. სრულად შესყიდვაში იგულისხმება ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვაც. აკვიზიცია შეიძლება იყოს მშვიდობიანი ან „მტრული“. მშვიდობიან აკვიზიციას უწოდებენ, როცა კომპანიების შერწყმა ხდება და ისინი ერთობლივი ძალებით მოქმედებენ, ხოლო „მტრულის“ დროს აკვიზიცია ბაზრიდან კონკურენტის ჩამოშორების ინსტრუმენტია. „მტრული“ აკვიზიციის დროს აქციების შესყიდვა ხდება ნაწილ-ნაწილ, აქციების გამომშვებ კომპანიასთან შეუთანხმებლად.

აკვიზიცია თანამედროვე ბიზნესში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და მას ბევრი დიდი კომპანია მიმართავს.