რა არის ანუიტეტი?

რა არის ანუიტეტი?

ანუიტეტი (ინგლისურად Annuity) არის სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც პერიოდულობით (მაგალითად, ყოველთვიურად) თანაბარი მოცულობის შენატანების გაკეთებას გულისხმობს. შენატანი შედგება, როგორც ძირითადი თანხისგან, ისე დარიცხული პროცენტისგან, დაზღვევისგან და ხარჯებისგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ტერმინი ანუიტეტი მხოლოდ სესხთან მიმართებით არ გამოიყენება, ის ნებისმიერ აქტივზე გარანტირებული, პერიოდულად თანაბარი შემოსავლის გამომხატველია.

ანუიტეტის უპირატესობა ის არის, რომ მაგალითად, მოვალემ ზუსტად იცის თვეში რამდენი თანხა უნდა შეიტანოს სესხის მომსახურებაში და ვალის დაფარვის ტვირთიც თანაბრად გადანაწილებულია დროში. თუმცა, მისი ნაკლი ის არის, რომ სესხის დაფარვის საწყისს პერიოდში სესხის ძირს მცირე თანხა აკლდება და შენატანით ძირითადად პროცენტი და სხვა ხარჯები იფარება. რაც დრო გადის, თანდათან ძირის მეტი თანხა იფარება ყოველი შენატანის დროს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *