არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ) (ინგლისურად Non-entrepreneurial Non-commercial Legal Entity (NNLE)) არის ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა, რომელიც საწარმოსგან (კომპანიისგან) განსხვავდება იმით, რომ საქმიანობის მიზანი არის საქონლისა და მომსახურების რეალიზაციით მოგების მიღება და ზოგადად არ ახასიათებს სამეწარმეო საქმიანობის მსგავსი სარგებელი.
ა(ა)იპ-ებად ძირითადად რეგისტრირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მოძრაობები, საქველმოქმედო ფონდები, საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებები და ა.შ. ა(ა)იპ-ის დაარსება შეუძლია როგორც მოქალაქეებს, ასევე მთავრობას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებას. სახელმწიფო სექტორში ფართოდ არის გავრცელებული აიპ-ები, ძირითადად განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. სახელმწიფოს მიერ დაარსებული ა(ა)იპ-ები სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ახორციელებენ საქმიანობას.
ა(ა)იპ-ს წლის განმავლობაში შეიძლება დარჩეს მოგება, თუმცა მისი მოგება ისევ ორგანიზაციის საქმიანობას უნდა მოხმარდეს.