რა არის დივიდენდი?

რა არის დივიდენდი?

დივიდენდი (ინგლისურად Dividend) კომპანიის მიერ საკუთარი მფლობელებისთვის (აქციონერებისთვის) განაწილებული მოგებაა. დივიდენდს მფლობელები კომპანიაში მათი წილის მიხედვით იღებენ. მაგალითად, თუ კომპანიას დარჩა 1,000 ლარის მოგება და სრულად დივიდენდებში გაანაწილა, კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი 100 ლარს მიიღებს, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელი 400 ლარს.

როგორც წესი, კომპანიები მოგებას სრულად დივიდენდებად არ ანაწილებენ, მოგების გარკვეული ნაწილის რეინვესტირება ხდება, ანუ კომპანია საწარმოო შესაძლებლობებს ზრდის. მოგების რა ნაწილს გაანაწილებენ დივიდენდებად, ამ გადაწყვეტილებას კომპანიის მმართველები იღებენ. დივიდენდებს დამწყები და განვითარებადი კომპანიები არ იხდიან ან ნაკლებად იხდიან, რადგან მოგების რეინვესტირება ურჩევნიათ. დიდი ხნის წინ დაფუძნებული, სტაბილური შემოსავლების მქონე კომპანიები კი მოგების ნაწილს უფრო ხშირად ანაწილებენ დივიდენდებად.

ზოგიერთ ქვეყანაში დივიდენდი იბეგრება, რაც კომპანიის მმართველებს, რომლებიც კომპანიის მფლობელების ინტერესებს იცავენ, დივიდენდის გაცემის სტიმულს უმცირებთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.