რა არის ჯინის ინდექსი?

რა არის ჯინის ინდექსი?

ჯინის ინდექსი (ინგლისურად Gini Index) არის მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების დონის მაჩვენებელი. ჯინის ინდექსი მისი შემქმნელის, იტალიელი სტატისტიკოსის კორადო ჯინის გამო დაერქვა, რომელმაც აღნიშნული ინდექსი 1912 წელს შეიმუშავა. დღეს ჯინის ინდექსს ძირითადად მოსახლეობაში ეკონომიკური თანასწორობის დასადგენად იყენებენ. ითვლება როგორც შემოსავლებზე დაკვირვებით, ასევე დანახარჯების შესწავლით.

ინდექსის კოეფიციენტი 0-დან 1-მდე მერყეობს. 0 ნიშნავს შემოსავლების სრულად თანაბრად გადანაწილებას, ხოლო  1 მაქსიმალურად არათანაბრად გადანაწილებას. თუ კოეფიციენტი 1-თან ახლოსაა, ეს ნიშნავს, რომ მაღალშემოსავლიანი ადამიანები მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის დიდ წილს იღებენ. პრაქტიკაში არ გვხვდება ისეთი შემთხვევა, რომ 0 ან 1 ჰქონდეს ქვეყანას კოეფიციენტი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯინის ინდექსი არაფორმალურ შემოსავალს ვერ აღრიცხავს, რაც მაღალი დონის კორუფციის მქონე ქვეყნებში მნიშვნელოვნად ცვლის რეალურ სურათს.

მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით, ყველაზე დაბალი ჯინის ინდექსი სლოვაკეთს აქვს – 0.23. შემდეგ ბელარუსი მოდის 0.24%-ით. ყველაზე მაღალი კი სამხრეთ აფრიკაშია – 0.63. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში ჯინის ინდექსი 0.34 იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *