კონკურენტული ბაზარი (ინგლისურად Competitive Market) არის ბაზარი, სადაც ბევრი მიმწოდებელი და მომხმარებელია და არც ერთ მათგანს არა აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საბაზრო ფასზე. კონკურენტულ ბაზარზე არ არსებობს ბაზარზე შესვლის ბარიერები და მიმწოდებლები ერთგვაროვან საქონელსა და მომსახურებას აწვდიან მომხმარებელს. ბაზარზე შესვლის ბარიერი ნიშნავს მეწარმეობის დაწყების ბარიერებს. კონკურენტული ბაზარი ხელს უწყობს მომხმარებელს, ხარისხიანი პროდუქცია მაქსიმალურად იაფად მიიღოს, რადგან კონკურენცია აიძულებს კომპანიებს მოგების მარჟა შეამცირონ.
სხვა სიახლეები
- Related Articles
- More from Author