რა არის ლიზინგი?

რა არის ლიზინგი?

ლიზინგი (ინგლისურად lease) არის გარკვეული ქონების სხვა პირისთვის სარგებლობაში გადაცემა დათქმული ვადით. აღნიშნულ ვადაში ქონებით მოსარგებლე ქონების მფლობელს წინასწარ შეთანხმებულ თანხას უხდის. ლიზინგის ვადის ამოწურვის შემდეგ, ქონება შეიძლება ან გამოისყიდოს მოსარგებლემ, ან არა – გააჩნია, თავიდან რაზე შეთანხმდნენ.

ლიზინგს ძირითადად კომპანიები იყენებენ ბიზნესისთვის საჭირო ახალი მანქანა-დანადგარებით ან სხვა წარმოების საშუალებებით სარგებლობისთვის. თუმცა, თანდათან ფიზიკური პირებიც აქტიურად მიმართავენ ლიზინგს, განსაკუთრებით ავტომობილების შესაძენად. ლიზინგის დროს ასეთი სქემა მუშაობს: მაგალითად, სალიზინგო კომპანია ყიდულობს ახალ ავტომობილს და ლიზინგით გადასცემს სხვას. ვინც სალიზინგო კომპანიიდან მიიღო ავტომობილი, საბოლოოდ იმაზე მეტ თანხას იხდის, ვიდრე თავად სალიზინგო კომპანიამ გადაიხადა აღნიშნულ ავტომობილში. სწორედ მეტი თანხის მიღებაა სალიზინგო კომპანიის ინტერესი.

შინაარსით ლიზინგი ჰგავს სესხს. მაგალითად, სესხი აიღო, ავტომობილი იყიდო და თანდათან დაფარო სესხი. განსხვავება ის არის, რომ ლიზინგის დროს ძირითადად უფრო მარტივი პროცედურებია, ვიდრე სესხის აღების დროს და დროშიც უფრო სწრაფად ხორციელდება. ასევე, ლიზინგის დროს უზრუნველყოფისთვის დამატებითი რაიმე ქონება საჭირო არ არის.

დატოვე კომენტარი

77 კომენტარი

  1. You actually make it seem so easy with your presentation but I find this topic to be really something which I
    think I would never understand. It seems too complicated and very broad for me.
    I am looking forward for your next post, I’ll try to get the hang of it!

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *