რა არის ფინანსური პირამიდა?

რა არის ფინანსური პირამიდა?

ფინანსური პირამიდა (ინგლისურად Financial Pyramid) არის ფინანსური საქმიანობის ისეთი სქემა, როდესაც კომპანია მომხმარებლებისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის შეთავაზებით გარკვეულ თანხას იზიდავს და შემდეგ მათ ამ თანხას სხვა მომხმარებლებისგან მოზიდული თანხით უბრუნებს.

მევალეებისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი ან არსებული მევალეებისგან დამატებითი ფულის მოზიდვაა.  ყოველ შემდგომ ეტაპზე არსებული ვალების გასასტუმრებლად სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მოზიდვაა საჭირო. სქემა იშლება და მომხმარებლები (მევალეები) ზარალდებიან მაშინ, როდესაც ახალი წევრის ან დამატებითი თანხის მოზიდვა შეუძლებელი ხდება. ადრე თუ გვიან ყველა ფინანსური პირამიდა კოტრდება და მევალეების ნაწილი ზარალდება.

ფინანსური პირამიდის სქემით მუშაობს საქონლისა და მომსახურების გაყიდვის პირამიდული სქემები. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა აქსესუარს, კოსმეტიკურ საშუალებას, ტურისტულ საგზურსა თუ სხვა პროდუქტს კომპანია ყიდის საბაზრო ფასზე გაცილებით მაღალ ფასად, მიზანია – პირამიდული სქემის წევრმა დამატებით გაყიდოს აღნიშნული საქონელი და ამ გზით სხვებიც შემოიყვანოს სქემაში. საბოლოოდ, სქემაში ბოლოს შესული წევრები ზარალდებიან, რომლებიც ვეღარ მოახერხებენ, სხვების დათანხმებას, სქემას შემოუერთდნენ.

ფინანსურ პირამიდებს და სქემებს საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს, თუმცა მათი საწყის ეტაპზე ამოცნობა ზოგჯერ რთულია და ამიტომ, თუ ადამიანები ფრთხილად არ იქნებიან, შესაძლოა, ფინანსური პირამიდების კომპანიების დასჯის მიუხედავად, დაზარალებულები დარჩნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *