რა არის ქვეყნის მიმდინარე ანგარიში?

რა არის ქვეყნის მიმდინარე ანგარიში?

მიმდინარე ანგარიში (ინგლისურად Current Account) არის ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ბალანსის მაჩვენებელი. მიმდინარე ანგარიშში ასახულია საქონლისა და მომსახურების ექსპორტი და იმპორტი, არარეზიდენტების შრომითი და საინვესტიციო შემოსავლები, საზღვარგარეთიდან მიღებული და გაცემული ტრანსფერები. მიმდინარე ანგარიშში ასახულია ყველა ის თანხა, რაც ქვეყანაში შემოდის ან გადის ვაჭრობით ან სხვა გზით გამომუშავებული შემოსავლებიდან. ის არ მოიცავს უცხოურ ინვესტიციებს და სესხებს.

როდესაც მიმდინარე ანგარიში უარყოფითია ანუ დეფიციტურია, ვაჭრობით, გამომუშავებით და ტრანსფერებით ქვეყნიდან მეტი ფული გადის, ვიდრე ამავე გზებით ქვეყანაში შემოდის. როდესაც ქვეყნის მიმდინარე ანგარიში დადებითია ანუ პროფიციტურია, მაშინ ქვეყანაში მეტი ფული შემოდის, ვიდრე ქვეყნიდან გადის. მაგალითად, 2021 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიში დეფიციტური იყო, დეფიციტმა 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. როდესაც ქვეყანას დეფიციტი აქვს, ამ დანაკლისს ინვესტიციებით და ვალის აღებით ფარავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *