რა არის რეცესია?

რა არის რეცესია?

რეცესია (ინგლისურად Recession) არის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მკვეთრი კლება. რეცესიად რომ შეფასდეს ეკონომიკური ვარდნა, მინიმუმ ორი კვარტალი უნდა გრძელდებოდეს ვარდნა და  და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებაც უნდა იკვეთებოდეს –  პირველ რიგში, დასაქმების დონის, ასევე მოსახლეობის შემოსავლებისა და ვაჭრობის კლება. რეცესიის დროს ეცემა უძრავი ქონების ფასები.

2020 წელს პანდემიის გამო რეცესიაში ბევრი ქვეყანა აღმოჩნდა. რეცესიული პროცესები განვითარდა  2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროსაც.

რეცესიას იწვევს ომები, ეპიდემიები, სავალო კრიზისები, საფონდო ბირჟების კრახი, მიწოდების შოკები, მაღალი ინფლაცია და ა.შ.

თუ რეცესია წლების განმავლობაში გრძელდება, ასეთ ეკონომიკურ მდგომარეობას დეპრესიას უწოდებენ. თუ ეკონომიკური ვარდნა ხანმოკლეა (რამდენიმე თვე) ან ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებაში გამოიხატება და არა კლებაში, ასეთ მდგომარეობას სტაგნაციას უწოდებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *