რა არის ROA (შემოსავალი აქტივებზე)?

რა არის ROA (შემოსავალი აქტივებზე)?

შემოსავალი აქტივებზე (ინგლისურად Return on Assets), რომელიც ინგლისური აბრევიატურით – ROA-თი არის ცნობილი, არის კომპანიის შემოსავლიანობის ფარდობითი მაჩვენებელი. მისი დანიშნულებაა, აჩვენოს, რამდენად მომგებიანია კომპანია მისი აქტივების მიმართ, რაც ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ROA-ს გამოთვლის დროს კომპანიის მოგება (წმინდა შემოსავალი) უნდა შეფარდდეს კომპანიის აქტივებზე და უნდა გამრავლეს 100 პროცენტზე. რაც უფრო მაღალ რიცხვს მივიღებთ, უკეთესია, რადგან კომპანიის მაღალ მომგებიანობას მიანიშნებს.

ROA-ს ფართოდ გამოყენებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ამ მაჩვენებლით უფრო მარტივი და აღქმადია კომპანიის მომგებიანობის გაგება, ვიდრე მოგების ნომინალური რიცხვის ცოდნით. მაგალითად, თუ კონკრეტული კომპანიის წლიური მოგება 1 მილიარდი დოლარია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი თანხაა, არაფერს გვეუბნება, რამდენად ეფექტიანად იყენებს კომპანია მასში ჩადებულ აქტივებს. 1 მილიარდი დოლარი შესაძლოა იშოვო 10 მილიარდის აქტივებითაც და 100 მილიარდის აქტივებითაც. ცხადია, რომ პირველი ვარიანტი ბევრად უკეთესია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *