რა არის სააქციო კაპიტალი?

რა არის სააქციო კაპიტალი?

სააქციო კაპიტალი (ინგლისურად Equity Capital) არის კომპანიის აქციონერთა მიერ ბიზნესში ინვესტირებული კაპიტალი. ის გამოითვლება როგორც სხვაობა კომპანიის მთლიან აქტივებსა და ვალდებულებებს შორის. სხვანაირად რომ ვთქვათ, სააქციო კაპიტალი არის ფული, რომელსაც მიიღებენ კომპანიის აქციონერები კომპანიის ყველა აქტივის გაყიდვისა და ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ.

სააქციო კაპიტალის ზრდის მთავარი წყარო კომპანიის აქციების გაყიდვაა. სააქციო კაპიტალის ზრდა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის არის სააქციო საზოგადოების დაფინანსების ძირითადი, საბაზისო წყარო, რომლის მიხედვით შემდეგ კომპანიას სესხების მოზიდვა შეუძლია, რადგან სააქციო კაპიტალი სესხების ერთგვარი გარანტიაა, საიდანაც კრედიტორების მიმართ დავალიანების დაფარვაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ აქციონერისთვის მისი წილი სააქციო კაპიტალის დაკარგვის რისკი არსებობს, კომპანიის აქციების ყიდვას სამი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე აქვს: აქციების მნიშვნელოვანი წილის შესყიდვით მოიპოვებ გარკვეულ კონტროლს კომპანიაზე, კომპანიისგან მიიღებ დივიდენდებს და აქციების ფასი თუ გაიზარდა, აქციის გადაყიდვით მოგება დაგრჩება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *