რა ბედი ელის ქუთაისის ბაზას? - ინტერვიუ Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსთან

რა ბედი ელის ქუთაისის ბაზას? - ინტერვიუ Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსთან

დღეს ცნობილი გახდა, რომ უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში არსებულ ბაზას დროებით ხურავს. კომპანია მის ხელახალ გახსნას მხოლოდ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ მოახდენს. კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ BMG Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსს ანდრას რადოს ესაუბრა. მისი განცხადებით, ბაზის საქმიანობის დროებითი შეჩერება არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია იქ დასაქმებულ პირებს გაათავისუფლებს. ანდრას რადო, ასევე, ამბობს, რომ დასაქმებულებს Wizz Air-ის ქსელში ალტერნატიულ პოზიციებზე მუშაობას შესთავაზებენ.

– რა გეგმები გაქვთ ქუთაისის ბაზასთან დაკავშირებით?

– ჩვენ შევაჩერეთ ოპერაციები ქუთაისის ბაზიდან. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, საკმაოდ ადრეა იმისთვის, რათა ჩვენი შემდგომი გეგმების შესახებ ვიმსჯელოთ. ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, თუმცა ამ ეტაპზე თქვენთვის არაფრის დადასტურება არ შემიძლია.

ჩვენ აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი სერვისი კვლავ შევთავაზოთ, ასევე, შევთავაზოთ თქვენ ქვეყანაში მგზავრობა უცხოეთის მოქალაქეებსაც, რათა ამით ხელი შეეწყოს თქვენს ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს.

დროებით ვაუქმებთ ოპერაციებს ქუთაისის ბაზაზე და მას შემდგომი მითითებების მიღების შემდეგ აღვადგენთ.

ყველა ადამიანი, რომელიც ქუთაისის ბაზაზე იყო დასაქმებული, შეინარჩუნებს სამსახურს და ჩვენ ამჟამად ჩვენს ქსელში ვეძებთ შესაბამის სამუშაო ადგილებს, რათა მათ შევთავაზოთ.

ჩვენ არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას, ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და როგორც მედიას, ასევე, მგზავრებს შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით.

– რამდენი ხანი დარჩება ქუთაისის ბაზა დახურული?

– ამას ვერ გეტყვით. ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, ამასთან, მოწოდებული ვართ, რომ ბაზა ხელახლა გავხსნათ, რაზეც სხვადასხვა სტეიკჰოლდერებთან გვაქვს მოლაპარაკებები.

– უკვე მოახდინეთ თუ არა ქუთაისის ბაზაზე მყოფი თვითმფრინავების რეალოკაცია?

– დიახ, ჩვენ უკვე მოვახდინეთ იმ თვითმფრინავების რეალოკაცია, რომლებიც ქუთაისის ბაზაზე იყვნენ განთავსებული. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეს თვითმფრინავები ქუთაისის ბაზაზე აღარ არიან. მათ კვლავ ქვეყანაში დავაბრუნებთ მას შემდეგ, რაც ოპერაციებს განვაახლებთ.

– პანდემიის პერიოდში თუ გამოაცხადა ავიაკომპანიამ ახალი ბაზების გახსნის შესახებ?

– დიახ, ვიზეარმა რამდენიმე ახალი ბაზის გახსნა დაანონსა. ჩვენ გავხსენით ბაზა ლარნაკაში, დორტმუნდში, მილანში, ასევე ტირანაში.

პანდემიის პერიოდში ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ ჩვენი სიხშირეები, რადგან იმ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ვვოპერირებთ ფრენებზე შეზღუდვები იყო დაწესებული. პანდემიის ყველაზე მძიმე პერიოდის დროს, ჩვენი სიმძლავრის 97% გვყავდა გაჩერებული. ამჟამად ჩვენ 40%-იანი დატვირთვით ვოპერირებთ და გვაქვს იმედი რომ დატვირთვას უახლოეს თვეეში 60-70%-მდე გავზრით.

კითხვაზე – თუ რა მოცულობის ზარალი მიადგა კომპანიას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომ ქვეყანაში რეგულარული საჰაერო ფრენების აღდგენა კიდევ ერთი თვით გადაიდო, ანდრას რადო არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ავიაკომპანია ყველა მგზავრს, რომელსაც ბილეთები იმ პერიოდისთვის აქვს შეძენილი, როდესაც საქართველოდან ფრენები არაა, ბილეთის ფასი 100%-ით აუნაზღაურდება. რადოს თქმითვე, ამ მგზავრებს თანხის სახით ბილეთის 100%-ის აღება, ხოლო სამგზავრო ვაუჩერის სახით კი, ბილეთის ღირებულების 120%-ის აღება შეეძლება.

bm.ge

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.