რა შემთხვევაში შემოვა Ryanair საქართველოში? - კომპანიის პასუხი

რა შემთხვევაში შემოვა Ryanair საქართველოში? - კომპანიის პასუხი

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair კვლავ დაინტერესებულია საქართველოს ბაზარზე შემოსვლით, თუმცა გარკვეული პირობებით, – ასე პასუხობს კომპანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი Forbes-ის კითხვას, თუ რა გეგმები აქვს კომპანიას საქართველოსთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ავიაკომპანია საქართველოდან ფრენების განსახორციელებლად, გარკვეულ “წახალისების მექანიზმებს” ელოდება. თუმცა, მისივე თქმით, მსგავსი ინიციატივა საქართველოს აეროპორტებს ჯერჯერობით არ აქვთ. 

“ჩვენ მზად ვართ და აუცილებლად გვინდა ფრენების გახსნა საქართველოდან. თუმცა, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილლებას ახალ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით გარკვეულ წახალისებას აეროპოტების მხრიდან. როდესაც Ryanair-ის ჯგუფი საქართველოში იყო ჩამოსული, აეროპორტები არ იყვნენ მზად რომ კომპანიისთვის რაიმე წახალისების პაკეტი შემოეთავაზებინათ. აეროპორტებს ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ნაბიჯი არ გადაუგამთ. მაგრამ თუ იქნება ახალი შემოთავაზება ჩვენ დაუყოვნებლივ შემოვალთ საქართველოში”, – ამბობს მაიკლ ოლირი. 

მიმართულებებს შორის, რომლებსაც ავიაკომპანია საქართველოს შემთხვევაში განიხილავს, არის პოლონეთი, იტალია, გერმანია და „ევროპის ნებისმიერი მიმართულება, რომლიდან ფრენასაც საშუალოდ 3 საათი დაჭირდება”. 

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ Ryanair-სთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუ საქართველოს რომელი აეროპორტიდან განახორციელებენ ფრენებს. 

“ეს ბიზნესია და ჩვენ იმ აეროპრტთან მივალთ, რომელიც უკეთესს პირობებს შემოგვთავაზებს. ქალაქის დაშორებას აეროპორტიდან მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხალხი არ ჩადის ერთი ადგილიდან მეორეში, რათა აეროპორტი ნახოს, ეს უბრალოდ ჩასვლის/გამგზავრების ადგილია და ჩვენი ბილეთი ისეთი იაფია, რომ მგზავრს უღირს რამოდენიმე საათი ავტობუსში გაატაროს, რათა შემდეგ დანიშნულების ადგილამდე მივიდეს”, – ამბობს მაიკლ ოლირი და დასძენს, რომ “ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე აუცილებლად შემოვა”.   

Ryanair ევროპაში პირველი ყველაზე მსხვილი კომპანიაა ავიახაზების სექტორში, ხოლო მსოფლიოში მეხუთე. მისმა წლიურმა შემოსავალმა 2018 წელს 7.151 მილიარდი ევრო შეადგინა. მას წელიწადში 140 მილიონამდე მგზავრი გადაყავს და გეგმავს, რომ 6 წელიწადში მგზავრთა რაოდენობა 200 მილიონამდე გაზარდოს. იგი დაფრინავს 37 ქვეყანაში და ახორციელებს ფრენებს 215 აეროპრტიდან, 1800-ზე მეტი მიმართულებით.