რა შეცვალა პანდემიამ ბილ გეითსის ცხოვრებაში?

რა შეცვალა პანდემიამ ბილ გეითსის ცხოვრებაში?

მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო, “ჩემი ცხოვრება უკიდურესად შეიცვალა“, – განაცხადა ბილ გეისმა თავის ახალ პოდკასტში.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რაც პანდემიამ გეითსისთვის გამოიწვია, არის სამუშაო პირობების შეცვლა. მისი თქმით, ის ფიზიკურად ოფისში მარტის შემდეგ არ ყოფილა.

ამასთან, პანდემიამდე გეითსი დიდ დროს უთმობდა ბიზნეს-მოგზაურობებს, კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლებს, ბილ და მელინდა გეითსების ფონდისთვის თანხების მოზიდვას და კოლეგებთან ერთად ოფისში ყოფნას.

“ახლა უფრო მარტივი განრიგი მაქვს“, – აღნიშნა გეითსმა.

როგორც ყველა, ბილ გეითსიც ახლა ნაკლებ დროს უთმობს მგზავრობას, – “თუ სადმე მივდივარ, ვხედავ რომ საცობები საერთოდ არ არის“, – ამბობს ის.

Microsoft-ის დამფუძნებელი პანდემიის სხვა “დადებით მხარეებზეც“ საუბრობს. მაგალითად იმაზე, რომ მას ახლა უფრო მეტი დრო აქვს შვილებისთვის.

ბილ და მელინდა გეითსებს სამი შვილი ჰყავთ: 24 წლის ჯენიფერი, 21 წლის რორი და 18 წლის ფიბი.

“არ მქონდა გააზრებული ის გაურკვევლობა, რაც ახალგაზრდებს აქვთ ახლა გეგმების შედგენისას“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.

ცნობისთვის, ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა დამატებით $70 მილიონი გაიღო იმისათვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნას და მისი დისტრიბუცია განხორციელდეს დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.