რამდენი იყო ქართული ბანკების მოგება/ზარალი 2020 წელს?- რეიტინგი

რამდენი იყო ქართული ბანკების მოგება/ზარალი 2020 წელს?- რეიტინგი

საქართველოში მოქმედმა ყველა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2020 წლის ჯამური ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინა, რომლის მიხედვით, ქართული ბანკების ჯამური აქტივები ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად წლიურად 22%-ით არის გაზრდილი და 56.9 მილიარდ ლარს შეადგენს. თუმცა, რვაჯერ შემცირდა სექტორის ჯამური მოგება. თუკი 2019 წელს 15 ბანკის მთლიანი მოგება 853 მილიონი ლარი იყო, 2020-ში სექტორის მთლიანმა მოგებამ 99 მილიონი ლარი შეადგინა, ამასთან 8 ბანკს მოგების ნაცვლად ზარალი აქვს. მათ შორის ყველაზე დიდი – 24.7 მილიონიანი ზარალი “ქართუ ბანკმა” განიცადა. ყველაზე მაღალი – 123 მილიონიანი წმინდა მოგება კი “თიბისი ბანკს” ჰქონდა.

როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირებაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა “აქტივების შესაძლო დანაკარგების” ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც, მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

წმინდა მოგება/ზარალის მიხედვით ქართული ბანკების რეიტინგი:

1) “თიბისი ბანკი” – 123,180,649 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 21,727,528,822 ლარი;

2) “საქართველოს ბანკი” – 57,108,880 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 20,221,951,741 ლარი;

3) “კრედო ბანკი” – 13,950,614 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,395,024,280 ლარი;

4) “ბაზისბანკი” – 5,972,349 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 2,006,267,655 ლარი;

5) “პროკრედიტ ბანკი” – 3,534,386 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,896,793,723 ლარი;

6) “იშ ბანკი საქართველო” – 2,797,749 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 327,317,833 ლარი;

7) “ზირაათ ბანკი საქართველო” – 1,408,108 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 128,766,277 ლარი;

8) “სილქ როუდ ბანკი” – -1,182,511 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 79,660,640 ლარი;

9) “ფინკა ბანკი საქართველო” – -2,887,850 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 283,236,646 ლარი;

10) “ხალიკ ბანკი საქართველო” – -12,894,496 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 635,233,527 ლარი;

11) “ტერაბანკი” – -13,830,949 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 1,263,721,338 ლარი;

12) “ვითიბი ბანკი ჯორჯია” – -14,776,340 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 2,047,322,037 ლარი;

13) “ლიბერთი ბანკი” – -15,173,231 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 2,981,966,362 ლარი;

14) “პაშა ბანკი საქართველო” – -23,193,879 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 469,857,867 ლარი;

15) “ქართუ ბანკი” – -24,751,630 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 1,406,277,389 ლარი;

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *