რას გვთავაზობს თანამედროვე ათენი

რას გვთავაზობს თანამედროვე ათენი

სასტუმროები

AthensWas: აკროპოლისიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში მდებარე ამ მდიდრული, ომის შემდგომი პერიოდის სტილში გადაწყვეტილი სასტუმროს დიზაინში უხვად არის გამოყენებული მარმარილო და ბუნებრივი ხის მასალა. ორკაციანი ოთახის ფასი $200-დან იწყება.

City Circus: თუ თქვენ მზად ხართ, მიიღოთ გამოწვევა და გაჩერდეთ პსირის ექსტრავაგანტურ რაიონში, ეს ექსცენტრული, მაღალი კლასის საერთო საცხოვრებელი ნამდვილი აღმოჩენაა. საზიარო ოთახის ფასი $26-დან იწყება, ხოლო ცალკე ორკაციანი ოთახის ფასები $70-იდან.

CocoMat: გამოიძინეთ კარგად ამ საწოლის აქსესუარების მწარმოებელი ბერძნული კომპანიის სახელგანთქმულ ლეიბზე ეკომეგობრულ სასტუმროში. ორკაციანი ოთახის ფასი $157-დან იწყება.

Hotel Grande Bretagne: ევროფილები აქ თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ეს არის მე-19 საუკუნის გრან-ოტელის კლასიკური განსახიერება, სადაც ამჟამად Zeus & Dione-ს ბუტიკიც არის განლაგებული. ორკაციანი ოთახის ფასი $360-დან იწყება.

რესტორნები და კაფეები

– Beaver: ქალების მიერ ექსკლუზიურად ქალებისათვის გახსნილი ეს კაფე-ბარი აერთიანებს კარგ მუსიკას, მიმზიდველ ატმოსფეროს და ეკლექტურ, ვინტაჟურ ავეჯს.

Seychelles: მეტაქსურგეიოს რაიონში მდებარე ეს რესტორანი, თავისი ღია სამზარეულოთი, დახვეწილი პატარა ულუფებითა და ეზოთერული ბერძნული ყველის დიდი არჩევანით ელეგანტურ სიახლეს სძენს ტრადიციულ ბერძნულ სამზარეულოს (მისამართი:49 Kerameikou; 30-21- 1183-4789; ძირითადი კერძის ფასი $7-დან $13-მდე).

To Perivolaki: პეტრალონაში მდებარე კაფე მშვიდი ატმოსფეროთი, სადაც ულამაზეს ტერასაზე სტუმრებს მეზეთი და ადგილობრივი ლუდით უმასპინძლდებიან (მისამართი: 7 Athineou; 30-21- 3023-7687).

To Therapeftirio: პეტრალონაში მდებარე ეს თევზის ტავერნა განთქმულია თავისი ფავას მარცვლისაგან მომზადებული პიურეთი და „თარამა სალათის” სახელწოდებით ცნობილი თევზის საწებლით. (მისამართი: 41 Kydantidon; 30-21- 0341-2538; მთავარი კერძის ფასი $5-დან $35-მდე).

გალერეები და მაღაზიები

Benaki Contemporary Museum: ეს კერძო მუზეუმი განთქმულია ბერძნული ხელოვნების ათასწლოვანი კოლექციით და ასევე თანამედროვე ნამუშევრების საკმაოდ თამამი გამოფენებით.

The Breeder: მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბერძნული ხელოვნების პოპულარიზაციას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გალერეა მეტაქსურგეიოს რაიონში მდებარეობს და წარმოადგენს კრიზისული პერიოდის თაობის საუკეთესო არტისტებს.

National Museum of Contempo­rary Art (თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი): 1960-იანი წლების ყოფილი ლუდსახარშის შენობაში განლაგებული თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელიც ისეთ საერთაშორისო დონის არტისტებს, როგორებიც არიან ბილ ვიოლა და შირინ ნეშათი, მათ ადგილობრივ კოლეგებთან აკავშირებს.

Rebecca Camhi: ქვეყნის წამყვანი გალერისტი, რომელიც წარმოგვიდგენს ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე შემოქმედებს, როგორიც არიან ნან გოლდინი და რიტა აკერმანი, ასევე ფლობს ბერძნული კერამიკის მაღაზიას და პერიოდულად სტუმრებს კლუბური ვახშმით უმასპინძლდება.

Stavros Niarchos Foundation Cultural Center (სტავროს ნიარქოსის ფონდის კულტურული ცენტრი): ქვეყანაში დაწყებული კრიზისის შემდეგ, პირველი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა ათენში. ეს არის რენცო პიანოს მიერ მაღალი კულტურისადმი მიძღვნილი ტაძარი, სადაც საბერძნეთის ეროვნული ბიბლიოთეკა და ოპერაა განთავსებული.

Yoleni’s: ახალი მრავალსართულიანი იმპერია გურმანებისათვის, რომელიც კოლონაკიში მდებარეობს და სადაც უხვად არის ისეთი დელიკატესები, როგორიცაა, მაგალითად, ოქროსფერი კორინთული თაფლი. Zeus & Dione: უძველესი ბერძნული ხელნაკეთი ნივთების ტრადიციისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმის წყალობით, ეს ახალგაზრდა მოდური ბრენდი ყველაზე დიდი წარმატებით სარგებლობს საბერძნეთში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *