შვეიცარიამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა დაამტკიცა

შვეიცარიამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა დაამტკიცა

შვეიცარიის სამკურნალო პროდუქტების სააგენტო Swissmedic-მა, რომელიც პასუხისმგებელია, საერთაშორისოდ აღიარებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით დაადგინოს მედიკამენტების ეფექტიანობა, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა დაამტკიცა. ვაქცინა რიგით მესამეა, რომელიც ქვეყანამ Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემდეგ დაამტკიცა.

Swissmedic-ის განცხადებით, 44,000-კაციან გლობალურ, საშუალო ასაკობრივ ჯგუფებზე გათვლილ კვლევაში ვაქცინამ 66.9%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. მსგავსი შედეგით, კორონავირუსის კრიტიკული ფორმების თავიდან აცილება 85%-ში შესაძლებელია. „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ეფექტიანობა სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ვირუსის მუტაციური ფორმების მიმართაც შესამჩნევია.

Swissmedic-ის თქმით, ვაქცინის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ ერთი დოზის მიღებაა საჭირო. ასევე შედარებით მარტივადაა შესაძლებელი მისი როგორც შენახვა, ისე ტრანსპორტირება.

მიუხედავად ვაქცინის შედეგის მომტანი მხარეებისა, შვეიცარიას ჯერ არ შეუკვეთია „ჯონსონ ენდ ჯონსონი“. აღნიშნულის მიზეზად მიწოდების სირთულე სახელდება. სავარაუდოა, რომ შვეიცარია 2021 წლის შემოდგომამდე ვერ მიიღებს „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას. მთავრობის გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია  დანარჩენი ორი ვაქცინით გრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ Swissmedic-ს განცხადება „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ჯერ კიდევ არ გაუკეთებია.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *