კოლხეთი: რატომ აღწევს წარმატებას საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში, მაშინ როცა ბევრი დასავლური ქვეყანა მარცხს განიცდის? – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს intellinews.com:
როდესაც საუკუნეში ჯანმრთელობის უდიდესი კრიზისი მსოფლიოს დაატყდება თავს, სად ისურვებდით ყოფნას: ნიდერლანდებში თუ საქართველოში? ამ დრომდე თითქმის არავინ დაასახელებდა ალბათ სამხრეთ კავკასიაში მდებარე ამ ქვეყანას. ყველაზე პატრიოტი ქართველიც კი აღიარებდა, რომ ფული, ინფრასტრუქტურა და ექსპერტები ნიდერლანდებს – ამ მაღალშემოსავლიან დასავლეთ ევროპულ ქვეყანას პანდემიის გავრცელების პრევენციის კუთხით უფრო კარგ პოზიციაზე აყენებს. ამასთან, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, რომელიც ეპიდემიებისთვის მოსამზადებელ ზომებს ითვალისწინებს, ნიდერლანდები მესამე ადგილზეა. საქართველო კი 42-ე ადგილს იკავებს.
თუმცა, რეალურად ამ ორი ქვეყნის პასუხი კორონავირუსის გავრცელებაზე აჩვენებს, რომ მდიდარი ქვეყანა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის კრიზისის პერიოდში ეფექტურ პოლიტიკას განახორციელებს. პირველადი ნიშნებით ნათელია, რომ მდიდარი ევროპული ქვეყნები ნაკლებად ეფექტურად პასუხობენ კრიზისს, ვიდრე ღარიბები – სულ მცირე პირველ ეტაპზე. საქართველო და ნიდერლანდები კარგი შესადარებელი ქვეყნებია, ვინაიდან ამ ორ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები თითქმის ერთი და იგივე დროს დაფიქსირდა – ერთი დღის სხვაობით. ამ სტატიის წერისას კი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა 0-ია, ხოლო ნიდერლანდებში 106 იყო, 2 994 დაინფიცირების შემთხვევიდან. როგორც ნიდერლანდების მთავრობაში ფიქრობენ, ეპიდემიის შეჩერება ძალიან რთლია. რა თქმა უნდა, ნიდერლანდები უფრო აქტიური ეკონომიკით გამოირჩევა და უფრო მოსალოდნელია ვირუსის იმპროტირებული შემთხვევები. თუმცა, ფაქტი რომ ორივე ქვეყანამ ვირუსის იმპორტი დაახლოებით ერთი და იგივე დროს დააფიქსირა, შედეგებს შორის მაინც ძალიან დიდია სხვაობა. თუ გადავხედავთ ამ ორი ქვეყნის პასუხს ეპიდემიაზე, ვნახავთ ალბათ, თუ რატომ აქვთ მათ შედეგებში ასეთი დიდი სხვაობა.
კრიზისის დასაწყისშივე, საქართველომ ძლიერი ზომები მიიღო იმპორტირებული შემთხვევების იდენტიფიცირების კუთხით. ისინი არამხოლოდ ყველა ჩამსვლელს ტემპერატურას უზომავდნენ, ასევე იძლეოდნენ მკაფიო და დეტალურ ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ მათ სიმპტომები გამოუვლინდებოდათ. ძალიან ეფექტური იყო ის, რომ პირველი შემთხვევის იდენტიფიცირება საზღვარზევე მოხდა. ამის შემდეგ სწრაფად მათ შეზღუდეს მოგზაურობა ცხელი წერტილებიდან, რაც საქართველოს აყვავებულ ტურისტულ ინდუსტრიას ძვირი დაუჯდა, ასევე მათ აქტიური ზომები მიიღეს საზოგადოებრივ სივრცეებში ჰიგიენის კუთხით, ეს ზომები მათ ბევრ დასავლურ ქვეყანაზე ადრე მიიღეს.
მთავრობამ ასევე სპეციალური გვერდი შექმნა და რეგულარულ და მკაფიო ბრიფინგებს ატარებდა საზოგადოების ინფორმირებისთვის, სადაც ვრცელდებოდა საერთაშორისო მეცნიერებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია. ლხენის მოყვარული ქართველებისთვის, სოციალური დისტანცირება ბუნებრივად არ მომხდარა. ეს შიშმა მოიტანა, რომ დაავადება სწრაფად გავრცელდებოდა და საჭირო იყო ქცევის შეცვლა. მაშინ როდესაც კრიზისი გამწვავდა დანარჩენ ევროპაში, საქართველომ ჩაკეტა საზღვრები და განახორციელა სოციალური დისტანცირებისთვის საჭირო ძლიერი ზომები, დახურა რესტორნები, ბარები, მაღაზიები, სასურსათო მაღაზიების, ბანკების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურებისა და საფოსტო ოფისების გარდა. ასევე შეჩერდა საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა მცირედი გამონაკლისით. ეს ყველაფერი მოხდა ქვეყანაში, სადაც გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ამის საპირისპიროდ, ნიდერლანდების რეაგირება იყო ძალიან არაამბიციური. თითქმის, არანაირი ზომა არ მიუღიათ, მაშინაც კი როდესაც დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბიზნესი, როგორც ყოველთვის იყო მეფე ამ პროცესში. ამიტომაც „პანიკის“ პრევენცია იყო პრიორიტეტი და არა ვირუსთან ბრძოლა. თავიდან ნიდერლანდების მთავრობაში აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის ქვეყანაში შესვლის შანსი „ნული“ იყო, ვინაიდან მათ პირდაპირი ფრენები არ ჰქონდათ ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან. ასევე ძალიან მცირე რაოდენობით ჩატარდა ტესტირება მანამ, ვიდრე პირველ შემთხვევას დაადასტურებდნენ. თუმცა, მას შემდეგაც, როდესაც შემთხვევებმა იმატა, ნიდერლანდების მთავრობამ ვერ შეძლო გონიერი ნაბიჯების გადადგმა. ნიდერლანდების მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ ვირუსი არ იყო ძალიან გადამდები და არ იყო საჭიროება საზოგადოებრივ ტრანსპოტში სატინარული ზომების გაზრდა, ვინაიდან ზედაპირიდან ვირუსი მარტივად არ გადადიოდა ადამიანებზე. პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ამაყად გაუსვა ხაზი იმას, რომ ნიდერლანდები არ იყო ძალიან თარგეთირებული ქვეყანა. ხოლო როდესაც ბავშვთა დაწესებულება გახდა ინფექციის ნავსაყუდელი, მთავრობამ განაცხადა, რომ არ იყო მისი დახურვის საჭიროება. მხოლოდ მაშინ, როდესაც სიკვდილიანობა დაიწყო, მთავრობამ დაიწყო მოქმედება და დაიწყო სოციალური დისტანცირება.
ათასობით ექიმის დისერტაცია იქნება დაცული კორონავირუსის კრიზისის საპასუხო სხვადასხვა ზომების შესახებ. და გარდაუალია, რომ ინსტიტუციური, კულტურული და პოლიტიკური ფაქტორების მრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი. საზოგადოებები, რომლებიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან სოციალურ კრიზისებს და გარდაქმნებს განიცდინენ, უფრო აქტიურად პასუხობენ კრიზისს, ვიდრე ისინი, რომელთაც ნაკლები მსგავსი კოლექტიური მეხსიერება აქვთ. რა აკავშირებს ერთმანეთთან აზიურ ქვეყნებს, რომლებმაც ეფექტურად შეაჩერეს ვირუსი პოსტკომუნისტურ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო და ასევე სამხრეთ ევროპულ ქვეყნებთან, როგორიცაა საბერძნეთი. ამ კუთხით, მაგალითად სინგაპურისა და სამხრეთ კორეის შემთხვევაში, დიდი როლი აქვს SARS-ის ვირუსის გამოცდილებას. თუმცა, საქართველო, ლიბანი და საბერძნეთი უფრო აქტიურები იყვნენ ამ შემთხვევაში. ამის საპირისპიროდ, ისეთი ქვეყნებში, რომლებიც მდიდარი და მშვიდია, მაგალითად ნიდერლანდებში, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში, ძალიან ნელი რეაგირება მოახდინეს საფრთხეებზე. ამ ქვეყნებში საზოგადოებრივი კრიზისები დიდი ხანია მიჩნეულია როგორც სხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენა.
ასე რომ, სრულიად უცნაურია კითხვები: კოლექტიური ისტორიული გამოცდილების სოციალური იმუნური სისტემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბიოლოგიური იმუნური სისტემები პანდემიასთან ბრძოლის დროს? შეგვიძლია თუ არა ავხსნათ “გაპრანჭული რეაგირება“ ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა ნიდერლანდები, რომელსაც საზოგადოებრივი კრიზისის წინააღმდეგ “ანტისხეულების“ ნაკლებობა აქვს? სამოქალაქო უთანხმოებები და დეფიციტები, რაც საქართველოს უკავშირდება 1990-იანი წლებიდან, დაეხმარა თუ არა პოლიტიკური კულტურის შექმნას, რომელიც უფრო უკეთ იყო აღჭურვილი გადამწყვეტი ქმედებების განხორციელებისთვის?