როგორ ანაწილებენ ადამიანები 24 საათს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? - OECD

როგორ ანაწილებენ ადამიანები 24 საათს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? - OECD

რამდენად სწორად ვანაწილებთ 24 საათს დღის განმავლობაში? ამ საკითხით OECD დაინტერესდა და 33 ქვეყანაში 15-დან 64 წლამდე ადამიანები გამოკითხა.

მუშაობა, დასვენება და თამაში – ეს არის სამი მთავარი ელემენტი, რაც გამოიკვეთა OECD-კვლევაში და როდესაც ვსაუბრობთ ანაზღაურებად სამუშაოზე, ეს იაპონია სიაში პირველ ადგილს იკავებს, 5,5 საათით დღეში. ეს მაჩვენებელი ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთსა და ესპანეთში 3 საათზე ნაკლებია.

57 წუთს უთმობენ განათლებას სამხრეთ კორეაში, ხოლო კვირის განმავლობაში მექსიკასა და პორტუგალიაში ადამიანები დღის განმავლობაში სამ საათს სახლის საქმეებს უთმობენ.

32 წუთს უთმობენ შოპინგს გერმანიაში.

კვლევის თანახმად, ფრანგები დღის განმავლობაში 2 საათს უთმობენ კვებას, ხოლო საათსა და 45 წუთს საკუთარი თავის მოვლას.

დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა ხმელთაშუა ზღვის აუზის სხვა ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, და საბერძნეთში. ესპანეთში 2 საათი დღეში გამოკიხულთა უდიდესი ნაწილი სპორტით არის დაკავებული.

სამხრეთ აფრიკაში კი 82 წუთი მეგობრებისა და ახლობლების ნახვაზე მოდის. აშშ-ში 2 საათნახევარი საინფორმაციოს ეთმობა და იგებენ სიახლეებს ტელევიზორის ან რადიოს საშუალებით, თუმცა პანდემიის პერიოდში, ეს დრო კიდევ უფრო გაიზარდა. ნორვეგიაში კი ზუსტად ეს 2 საათნახევარი სჭირდებათ დასასვენებლად.

თუ კი გენდერულ ჭრილში გადავანაწილებთ დღის რუტინას, ვნახავთ რომ ქალები გლობალურად სამჯერ უფრო მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელ სამსახურში, ვიდრე მამაკაცები და ეს მიდგომა ქვეყნებს შორის განსხვავდება. თუმცა, მაგალითად ნორვეგიაში თანაბარად არის გადანაწილებული და სრულად დაცულია ბალანსი სქესებს შორის, მაგრამ ეს ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანაა და ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ იშვიათია.

ამავდროულად, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი, მნიშვნელოვანი გენდერული ხარვეზები ხელს უშლის ქალებს სოციალურ ეკონომიკურ საფეხურზე ასვლაში.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.