„მათთვის, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია“ — სწორედ ამ გზავნილით მარტის დასაწყისში საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობა მისცა. საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით, იმ ბიზნესებმა, რომლებიც მომხმარებლებს ყვავილებს, აქსესუარებსა და ტკბილეულს სთავაზობენ, სპეციალური შეთავაზება შექმნეს. შეთავაზება აღნიშნულ ობიექტებში ფასდაკლებასა და ქეშბექს ითვალისწინებდა. ამაში კი ბიზნესებს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი დაეხმარა. ამასთან, ბიზნესებმა სპეციალური პროდუქტებიც მოამზადეს კამპანიის ბრენდირებით.
Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან ფასდაკლების, PLUS ქულების ან ქეშბექის შეთავაზება და წარადგინონ იგი საქართველოს ბანკის იმ პლატფორმებზე, რომლითაც 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. მათ შორისაა მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით, მარტის კამპანიის ფარგლებში, შეთავაზება შექმნა Ganjina Dessert Shop • განჯინას საკონდიტრო-მ. კომპანიამ საკუთარი პროდუქცია სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უკეთ გააცნო.
„განჯინა თანამედროვე კონცეპტუალური საკონდიტროა თბილისში, რომელიც ცდილობს, იყოს თავისუფალი, მეგობრული და ინოვაციური. ვაწარმოებთ ისეთ პროდუქტებს რომლებსაც სხვაგან იშვიათად თუ შეხვდებით. გვაქვს გემრიელი დესერტების მრავალფეროვანი არჩევანი: დონატები, ორცხობილები, მოჩი, ნებისმიერი დიზაინის ტორტები, ე.წ. Cookie Pie და ა.შ.“, — ამბობს სოფო ჩიქოვანი.
განჯინა სტარტაპია, რომელიც თავდაპირველად ონლაინ საკონდიტრო იყო. მისი ისტორია ერთ ბინაში პატარა ღუმელით დაიწყო, დღეს კი აქვს ფიზიკური სივრცე —კაფე-საკონდიტრო და უკვე 20-მდე ადამიანს ასაქმებს.
განჯინას საკონდიტროში 1-8 მარტს sCool Card-ით გადახდისას მოსწავლეებს თანხის 10%-ის დაბრუნება შეეძლოთ, ხოლო სტუდენტური ბარათით გადახდისას, მომხმარებლები 30 ჯერ მეტ PLUS ქულას აგროვებდნენ.
“ჩვენი ძალიან ბევრი მომხმარებელი sCool Card-ისა და სტუდენტური ბარათის მფლობელია, შესაბამისად, ყველას ძალიან გაუხარდა ქეშბექისა და PLUS ქულების აქცია. ამან პოზიტიურად იმოქმედა ჩვენზე“, — აღნიშნავს სოფო ჩიქოვანი.
განჯინას სამომავლოდაც დიდი გეგმები აქვს, მათ შორისაა ახალი ფილიალების გახსნა.
„განჯინა იყო პირველი საკონდიტრო რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა განსხვავებული ტორტის დიზაინები. ვაკეთებთ ნებისმიერი ფორმის, ზომისა თუ ფერის ტორტებს. რაც მთავარია, ყოველთვის ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მომხმარებლის ხასიათი თუ სტილი და მათზე მორგებული პროდუქტი შევქმნათ. გვაქვს ისეთი სერვისიც, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს, გვეწვიონ განჯინაში და თავისთვის ან საყვარელი ადამიანისთვის საკუთარი ხელით შექმნან ტორტები. გარდა ამისა, გვაქვს ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელსაც სხვაგან ვერ შევხვდებით, მაგალითად — „ქუქი ფაი“. ახლო მომავალში ვგეგმავთ გაფართოებას როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, — ამბობს სოფო ჩიქოვანი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალები დაემატა. ახალი ფუნქციონალების დახმარებით ბიზნესის შეთავაზების შექმნა კიდევ უფრო გამარტივდა, შეთავაზების ჩვენება კი დანახარჯის გარეშე მობილბანკში, sCoolApp-ში და Offers.bog.ge-ზეა შესაძლებელი.
თუ თქვენც გსურთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება შექმნათ, ეწვიეთ ბმულს. ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.