როგორ ხარჯავენ დროსა და ფულს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები ამერიკაში

როგორ ხარჯავენ დროსა და ფულს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები ამერიკაში

Forbes-ის Real-Time Billionaires Index-ის მიხედით, ამერიკის 5 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის ქონება ჯამურად 28.5 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, კაილი ჯენერი ფულის დიდ ნაწილს ხარჯავს ახალ სახლებზე, ძვირფას მანქანებსა და დასვენებაზე, რომელსაც ძირითადად თავის პატარა გოგონასთან ერთად ატარებს. იგი საკუთარი სიმდიდრის აფიშირებას არც სოციალურ ქსელში ერიდება, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მან საკუთარი იუბილეს აღსანიშნავად განსაკუთრებული იახტა დაიქირავა, რაშიც 200 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.

კაილი ჯენერი 4 ძვირადღირებულ სახლს ფლობს კალიფორნიაში, ჰერმესის ჩანთების უძვირფასეს კოლექციას და ხშირად ანებივრებს პატარა ქალიშვილს ძვირადღირებული ნივთებითაც, ცოტა ხნის წინ კაილიმ შვილს ლუი ვიუტონის 12,000 დოლარად ღირებული სქეითბორდი აჩუქა. კაილი ჯენერის გოგონას აქვს Fend-ის ფირმის ეტლი და პამპერსების შესანახი ჩანთა, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება Snapchat-ის თანადამფუძნებელ ევან სპიგელს, რომლის ქონებაც 3.6 მილიარდს აღწევს, იგი დაქორწინებულია მოდელ მირანდა კერიზე და მათი საერთო სახლის ღირებულება 12.5 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. სახლი კალიფორნიაში მდებარეობს.

სანდო წყაროზე დაყრდნობით, წყვილი ასევე ფლობს ძვირადღირებულ კოტეჯს მალიბუზე, რომელიც კერიმ 2.15 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

სპიგელმა თნხები არ დაზოგა საქორწინო ბეჭდის შეძენაზე, რაშიც 100,000 აშშ დოლარი გადაიხადა. ხოლო ახალდაქორწინებულებმა თაფლობის თვე ფიჯის კუნძულზე გაატარეს, სადაც კოტეჯის ღირებულება 4 ღამის გატარების შემთხვევაში 6,000-იდან 60,000 დოლარამდე მერყეობს.

გამოცემამ ასევე გამოიკვლია რაში ხარჯავს ფულს Forbes-ის Real-Time Billionaires Index-ის მესამე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ბობი მერფი, იგი ევან სპიგელის ბიზნეს პარტნიორია და Snapchat-ის თანამფლობელი. მისი ქონება 3.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და იგი თანხებს არ ზოგავს უძრავ ქონებაზე. მან 30 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება შეიძინა. 

33 წლის ლუკ ვოლტონი,რომელიც Walmart-ის დამფუძნებლის შთამომავალია, 18.2 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობს. ქონება მან მამამისის დაღუპვის შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო. ლუკ ვოლტონი ნაკლებად წყალობს მედიას და არ არის ცნობილი რაში ხარჯავს ის შემოსავლების დიდ ნაწილს.

34 წლის ხულიო მარიო სანტო დომინგოს ქონება 1.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. იგი დიჯეია, ხოლო მისი შემოსაველბის დიდი ნაწილი ბაბუისგან ერგო, რომლიც ლუდის ინდუსტრიას აკონტროლებდა კოლუმბიაში.

წყარო: Business Insider

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *