როგორ ცვლის კიბერუსაფრთხოება, ღია მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი ომის მიმდინარეობას?

როგორ ცვლის კიბერუსაფრთხოება, ღია მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი ომის მიმდინარეობას?

რა როლი აქვს ტექნოლოგიებსა და მონაცემებს 21-ე საუკუნეში ომების მიმდინარეობისას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, DataFest Tbilisi სპეციალური, ციფრული გამოშვებით ბრუნდება.

რატომ ეს თემა?

უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოში უპრეცენდენტოა ახალი ტექნოლოგიური საფრთხეებითა და შესაძლებლობებით. საბრძოლო მონაცემების ანალიზი, კიბერ თავდასხმები, ვიზუალური ამომცნობი სისტემები, ომის დანაშაულების დოკუმენტირება, საპატრულო დრონები, ღია მონაცემებით ომის გაშუქება – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც საზოგადოების ახალი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვის საჭიროება დადგა. Ამ მიზნით, DataFest Online-ის აქტივობები სამ მიმართულებას მოიცავს:

  • ომის გაშუქება ღია მონაცემებით
  • კიბერუსაფრთხოება
  • ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ომში
რა ფორმატით ჩატარდება DataFest Online?

DataFest Online სამი დღის განმავლობაში, 5-7 მაისს გაიმართება. ფესტივალის პირველი ორი დღე ინსპირაციულ გამოსვლებს, დისკუსიებსა და სიღრმისეულ ვორქშოფებს უმასპინძლებს. მესამე დღე დატატონებს (მონაცემებზე დაფუძნებული ჰაკათონი) მიეძღვნება, სადაც მონაწილეები სხვადასხვა გამოწვევაზე იმუშავებენ.

DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. 2017 წლიდან დღემდე, ფესტივალმა უმასპინძლა 4000-ზე მეტ მონაწილეს 80 სხვადასხვა ქვეყნიდან, 220 პრაქტიკულ ვორქშოფს, 70 ინსპირაციულ გამოსვლასა და 180 სპიკერს ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Google, Meta, Amazon.

წლევანდელ, რიგით მე-8 გამოშვებაზე დასწრება უფასოა. სანაცვლოდ, ორგანიზატორები ღონისძიების დამსწრეებს მოუწოდებენ თანხა გადარიცხონ ვერიფიცირებულ, სანდო ჰუმანიტარულ ფონდებში უკრაინელი მოხალისეების, მოსახლეობის, ლტოლვილებისა და ჟურნალისტების დასახმარებლად.

რეგისტრაცია: https://forms.gle/oydC532HkxyweAzB9

ფესტივალის ორგანიზატორია ფორსეტი.