როგორი იქნება მსოფლიო 2021 წელს - კორონავირუსის მოსალოდნელი შედეგები

როგორი იქნება მსოფლიო 2021 წელს - კორონავირუსის მოსალოდნელი შედეგები

როგორი იქნება მსოფლიო 2021 წელს – მას შემდეგ, რაც ვაქცინის გამოგონებისა და ფართოდ გავრცელების შედეგად ახალი რეალობის წინაშე დავდგებით? – ამის შესახებ ნიკა გილაური თავის მოსაზრებას Forbes Georgia-ს აპრილის ნომერში აქვეყნებს.

გილაური სვამს შეკითხვას თუ რა შეიძლება გაკეთდეს უახლოეს პერიოდში იმისათვის, რომ ქვეყნები (განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნები, სადაც ეკონომიკური პრობლემები ბევრად უფრო დიდი მასშტაბის იქნება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში) გარკვეულწილად მომზადებული დახვდნენ ახალ რეალობას პოსტკორონავირუსის პერიოდში?   

„გასული საუკუნის განმავლობაში რამდენიმე გლობალური მოვლენა იყო ისეთივე მასშტაბის, როგორიც დღევანდელი პანდემიაა, რომელთა გავლენა პოსტკრიზისულ ეკონომიკაზე შეიძლება შევადაროთ პოსტკორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ სიტუაციას: 30-იანი წლების დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური ეკონომიკური კრიზისი, საბჭოთა სოციალისტური ბლოკის დაშლით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა ამ რეგიონში, 2009-2010 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისი.

ცხადია, ყველა ამ კრიზისს თავისი მახასიათებლები ჰქონდა და პოსტპანდემიის 2021 წელიც განსხვავებული იქნება სხვა კრიზისებისგან, მაგრამ გარკვეული დასკვნები ამ კრიზების ანალიზიდანაც შეიძლება გამოვიტანოთ და შესაბამისი პროგნოზებიც გავაკეთოთ უახლოეს ერთ-ორ წელიწადზე“, – წერს ნიკა გილაური.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, დიდია იმის ალბათობა, რომ ეს კრიზისი მოკლევადიანი იყოს, ერთ-ორ თვეში დამზადდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი წამალი და უახლოეს ორ-სამ თვეში აღდგეს ნორმალური ეკონომიკური ცხოვრება: – „თუმცა, არის ასევე შესაძლებლობა, რომ  მსოფლიო კარანტინის პროცესმა უფრო დიდხანს, თუნდაც წლის ბოლომდე გასტანოს სხვადასხვა ფორმით – ამ შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, ჩვენ ეკონომიკური წესრიგის მნიშვნელოვანი გადაწყობის (reshuffle) პროცესის მომსწრენი გავხდებით.  და თუნდაც ეს ისეთივე მასშტაბის გადაწყობა არ გამოდგეს, როგორიც წინა კრიზისების შემთხვევაში, ამ პროცესს, როგორც ყველა ტრანსფორმაციას, მაინც ეყოლება საკუთარი ფარდობითი გამარჯვებულები და დამარცხებულები. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში დამარცხებული მთელი მსოფლიოა იმ ტრაგედიის გამო, რაც კორონავირუსმა მოუტანა კაცობრიობას“, – წერს გილაური.

მოსაზრება სრულად იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *