პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ჩამონათვალში ერთი პოზიციით დაქვეითდა და მე-6 ადგილიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
აქვე გეტყვით, რომ 2022-23 წლების სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე საერთო ჯამში 16 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.
Goal.com-ის სიაში ხვიჩას ადგილი, მეექვსე პოზიცია, მისმა თანაგუნდელმა ვიქტორ ოსიმენმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ უცვლელია რეიტინგის პირველი სამეული: ჩამონათვალს არგენტინელი ლიონელ მესი (პსჟ) ლიდერობს, მეორე ადგილს ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) იკავებს, მესის თანაგუნდელი, ფრანგი კილიან მბაპე კი მესამე პოზიციას სჯერდება.
2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული ტოპ-10, რომელიც Goal.com-მა შეადგინა, ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ვინისიუს ჯუნიორი (რეალი)
5. ქარიმ ბენზემა (რეალი)
6. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
7. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
9. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
10. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)