რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი "უმოქმედო სესხი"

რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი "უმოქმედო სესხი"

მიმდინარე წლის დასაწყისში, ქართული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 39.7 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 26.6 მლრდ ლარი შეადგინა. 

ქართულ საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების წილი 2018 წლის ბოლოს 5.6%-ს შეადგენდა. მსგავსი ტიპის სესხები ეწოდება ბანკის მთლიან სესხებში ისეთი სესხების ჯამს, რომლებიც კლასიფიცირებულია არასტანდარტულ, საეჭვო და უიმედო კატეგორიად. 

უმოქმედო სესხების წილი ბანკების მთლიან სესხებთან მიმართებაში შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • ქართუ ბანკი – 36.78% 
  • სილქ როუდ ბანკი – 15.59 % 
  • ხალიკ ბანკი საქართველო – 10.65% 
  • ლიბერთი ბანკი – 8.42% 
  • ტერაბანკი – 7.29% 
  • ვითიბი ბანკი – 6.65% 
  • ფინკა ბანკი საქართველო – 5.81% 
  • საქართველოს ბანკი – 5.63% 
  • ბაზისბანკი – 5.14 % 
  • თიბისი ბანკი – 4% 
  • იშ ბანკი საქართველო – 3.83% 
  • ზირაათ ბანკი საქართველო – 3.03% 
  • პროკრედიტ ბანკი – 3% 
  • კრედო ბანკი – 1.54% 
  • პაშა ბანკი საქართველო – 0.34%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *