2016 წელს მსოფლიო ექსპორტში პირველი ადგილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა დაიკავა. ექსპორტზე 698 მილიარდი დოლარის ავტომობილი გავიდა და ამ მაჩვენებლით უკან ჩამოიტოვა ნავთობის მსოფლიო ექსპორტი, რომელიც ტრადიციულად პირველ ადგილს იკავებდა. 2015 წელთან შედარებით, 2016-ში ავტომობილების ექსპორტის ღირებულება 2.7%-ით გაიზარდა.
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში პირველ ადგილზე გერმანიაა 152 მილიარდი დოლარის ექსპორტით, რომელსაც მსოფლიო ექსპორტის 22% უჭირავს. მეორე ადგილზე იაპონიაა 92 მილიარდი დოლარით და მსოლფიო ბაზრის 13.2%-იანი წილით. მესამეზე აშშ-ია 54 მილიარდი დოლარით.
ცხრილი: მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანა ავტომობილების ექსპორტით, 2016 წელი, მილიარდ დოლარებში
| პროდუქცია | ღირებულება |
1 | გერმანია | 152 |
2 | იაპონია | 92 |
3 | აშშ | 54 |
4 | კანადა | 49 |
5 | გაერთიანებული სამეფო | 41 |
6 | სამხრეთ კორეა | 38 |
7 | ესპანეთი | 36 |
8 | მექსიკა | 31 |
9 | ბელგია | 30 |
10 | ჩეხეთი | 19 |
წყარო: www.worldstopexports.com