საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი სომხეთზე 8,7%-ით დაბალი, აზერბაიჯანზე კი 15,2%-ით მაღალია

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი სომხეთზე 8,7%-ით დაბალი, აზერბაიჯანზე კი 15,2%-ით მაღალია

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 20,1%-ია, რაც მეზობელ სომხეთზე 8,7%-ით ნაკლები, ხოლო აზერბაიჯანზე 15,2%-ით მაღალი მაჩვენებელია.

ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონში ყველაზე დაბალი სიღარიბის მაჩვენებელი, 2015 წლის მონაცემებით, ყაზახეთშია და 2,7%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე მაღალი კი ეს მაჩვენებელი ავღანეთშია, სადაც მთლიანი მოსახლეობის 39,1% სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს.

2016 წელს, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი გაიზარდა და 21,3% შეადგინა.

ამასთან, ADB-ს მონაცემებით, საქართველოში დაბადებული 1000 ბავშვიდან 11 ერთ წლამდე ასაკში კვდება, – სომხეთში ეს მაჩვენებელი 13-ია, ხოლო აზერბაიჯანში 28.

მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, კი საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 32,2%-ია, რაც მილიონ ადამიანზე მეტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.