Fitch: BGEO ჯგუფის გაყოფა მის რეიტინგებზე გავლენას არ იქონიებს

Fitch: BGEO ჯგუფის გაყოფა მის რეიტინგებზე გავლენას არ იქონიებს

Fitch-ის ინფორმაციით, BGEO ჯგუფის საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაყოფა მის რეიტინგზე გავლენას არ იქონიებს. სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ნეიტრალური ხასიათის იქნება, როგორც საქართველოს ბანკისთვის, ასევე BGEO ჯგუფისთვის.

ამ დროისთვის საქართველოს ბანკის 99,6%-ს BGEO ფლობს, რომელსაც თავის მხრივ სრულად ფლობს ბრიტანეთში დაფუძნებული ჰოლდინგი BGEO Group PLC.

“გაყოფას არ ექნება გავლენა საქართველოს ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებზე, რადგან საინვესტიციო ბიზნესი 2015 წლიდან დეკონსოლიდირებული იყო ბანკისგან”, – აღნიშნავს სარეიტინგო სააგენტო. ამასთან, Fitch მიიჩნევს, რომ ბანკის რეფინანსირების რისკი მართვადი იქნება, იმ შემთხვევაში თუ 350 მილიონი დოლარის ევრობონდები BGEO-დან ბანკში გადავა. როგორ მოხდება მისი ბანკში ტრანსფერი ამ დროისთვის უცნობია.

რაც შეეხება BGEO-ს, Fitch მიიჩნევს, რომ გაყოფა მის ფინანსურ მაჩვენებლებზე ზომიერ გავლენას იქონიებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *