რომელ ვალუტებთან უფასურდება ლარი

რომელ ვალუტებთან უფასურდება ლარი

წლის მეორე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, წინა კვარტალთან შედარებით, დოლარის მიმართ 1.6%-ით, ხოლო ევროს მიმართ 4.4%-ით გამყარდა. ამასთან, წინა კვარტალთან შედარებით, ლარი რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებაში, 9.5%-ით და 13.8%-ით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 4.0%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად 1.5%-ით გაუფასურდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, წლის მეორე კვარტალში, წინა წლის (2017) ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის რეალური გაცვლითი კურსი რეგიონის და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ შემდეგნაირად შეიცვალა:

  • თურქულ ლირასთან გამყარდა 9.3%-ით
  • რუსულ რუბლთან გამყარდა 7%-ით
  • უკრაინულ გრივნასთან გაუფასურდა 10.2%-ით
  • ევროსთან გაუფასურდა 8.4%-ით
  • აზერბაიჯანულ მანათთან გაუფასურდა 0.5%-ით
  • სომხურ დრამთან გაუფასურდა 0.5%-ით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *