მდიდრული სასტუმროების ბაზარი 2022 წელს 128.5 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული, გასული 2023 წლისთვის პროგნოზი $140.3 მილიარდს შეადგენდა, ხოლო 2030 წლისთვის – $293.6 მილიარდს.
Statista-ს მონაცემებით, მდიდრულ სასტუმროებში ოთახების რაოდენობა 1983 წლიდან 2023 წლამდე 191 პროცენტით გაიზარდა და 1.5 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მომდევნო 10 წლის განმავლობაში 12 პროცენტით ზრდაა მოსალოდნელი.
ოთახების რაოდენობა მდიდრულ სასტუმროებში, 1983-2033 წლები (1000 ერთეული)
2023 წლისთვის მდიდრული სასტუმროების უმეტესობას დამოუკიდებელი ბრენდები შეადგენდნენ. კერძოდ, მათი წილი მთლიან რაოდენობაში 54 პროცენტი იყო.
ამავდროულად, ცხრა პროცენტი ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანია Marriott-ზე მოდიოდა, ექვსი პროცენტი ამერიკულ Hyatt-ზე, ხუთი პროცენტი – ფრანგულ Accor-ზე, ასევე ხუთი პროცენტი ბრიტანულ IHG-ზე, ხოლო ოცდაერთი პროცენტი ყველა სხვა დანარჩენ ბრენდზე.
მდიდრული სასტუმროების განაწილება ბრენდების მიხედვით, 2023 წელი
Statista-ს თანახმად, კომპანიების შერწყმისა და შეძენის (M&A) ღირებულებამ საგრძნობლად დაიკლო 2016 წლის პიკის, 794 მილიონი აშშ დოლარის შემდეგ და 2022 წელს გარიგებაზე საშუალო ღირებულებამ 106 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 72 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია.
კომპანიების შერწყმისა და შეძენის ღირებულების საშუალო მაჩვენებელი მდიდრული სასტუმროების ბაზარზე, 2016-2022 წლები (მლნ აშშ დოლარი)