რომელი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ყველაზე ძლიერი პასპორტები?

რომელი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ყველაზე ძლიერი პასპორტები?

ძლიერი პასპორტის მთავარი მახასიათებელი მარტივი მიმოსვლაა – ვიზისა და ყველანაირი დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე. მართალია, პანდემიამ მობილობა გაართულა და ქვეყნებს შორის გადაადგილების სიხშირე მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მაინც საინტერესოა, ვის – სად და რამდენად მოქნილად შეუძლია მოგზაურობა.

ამის დადგენა The Henley Passport Index-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით შეგვიძლია, რომელიც უკვე 16 წელია, ძლიერი პასპორტების სიას საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით ამუშავებს.

როგორც ირკვევა, ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ყველაზე მეტ, ანუ 193 სახელმწიფოში შეუძლიათ უვიზოდ გადაადგილება, იაპონიაა. ჩამონათვალში მას მოსდევს სინგაპური და სამხრეთი კორეა. ეს უკანასკნელი მე-3 ადგილს გერმანიასთან იყოფს.

თუ საპირისპირო შედეგებს დავაკვირდებით, მობილობა ყველაზე რთული პაკისტანში, სირიაში, ირანსა და ავღანეთში მცხოვრებლებისთვისაა.

ცნობისთვის, საქართველო სიაში 50-ე ადგილს იკავებს (110-დან), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასამგზავრებლად ხელმისაწვდომი ქვეყნების სია  116-დან იწყება.

გთავაზობთ სიის პირველ ათეულს (რანგით), საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს:

ქვეყანარანგიხელმისაწვდომი ქვეყნების რაოდენობა
იაპონია1193
სინგაპური2192
სამხრეთი კორეა3191
გერმანია3191
იტალია4190
ფინეთი4190
ესპანეთი4190
ლუქსემბურგი4190
დანია5189
ავსტრია5189
შვედეთი6188
საფრანგეთი6188
პორტუგალია6188
ნიდერლანდები6188
ირლანდია6188
შვეიცარია7187
აშშ7187
გაერთიანებული სამეფო7187
ბელგია7187
ახალი ზელანდია7187
ნორვეგია8186
საბერძნეთი8186
მალტა8186
ჩეხეთი8186
კანადა9185
ავსტრალია9185
სლოვაკეთ10183
ლიეტუვა10183
უნგრეთი10183
პოლონეთი10183
რუსეთის ფედერაცია48118
საქართველო50116
თურქეთი52111
აზერბაიჯანი7468
სომხეთი7864

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.