რთული ასვლა

რთული ასვლა

პიტერ მეტკალფმა აუტდორ-ბიზნესი Patagonia-ს მფლობელისგან, აივონ ჩუინარდისგან შეისწავლა, შემდეგ მისი აღჭურვილობის დამამზადებელი წარუმატებელი კომპანია გამოისყიდა, რითაც მეგობრობაში დაძაბულობა შეიტანა. ოცდახუთი წლის შემდეგ მათ შორის კვლავ უსიამოვნებაა.

უკვე მეოთხედი საუკუნე გავიდა, პიტერ მეტკალფსა და აუტდორის სფეროს ლეგენდარულ მეწარმესა და გარემოს დამცველს, აივონ ჩუინარდს შორის კი მწვავე მეტოქეობა არ ჩამცხრალა. მეტკალფი, ჩუინარდის დიდი ხნის პროტეჟე, მის კომპანიას მართავდა. კომპანია სამთო აღჭურვილობის წარმოებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე Patagonia-ს ტანსაცმლით. 1989 წელს Chouinard Equipment-ის ბიზნესი გარე ფაქტორების გამო, დაშავებული მთამსვლელების მიერ შეტანილ საჩივრების მიზეზით გამართული მრავალრიცხოვანი სასამართლო პროცესის შედეგად, გაბანკროტდა. მთამსვლელები აცხადებდნენ, რომ მათი პრეტენზია “გამაფრთხილებელი მექანიზმების გაუმართავ მუშაობას” ეხებოდა. საბოლოო ჯამში, Chouinard Equipment-მა მორიგებით დაასრულა უდიდესი სარჩელი, რომელიც ტეტონის მთებში მისი ერთ-ერთი აღჭურვილობის გამოყენებისას დაღუპული მამაკაცის ოჯახმა სასამართლოში შეიტანა. ამ დროისთვის ჩუინარდის კომპანიის ლიკვიდირებული აქტივების შესაძენად მეტკალფმა ინვესტორების ჯგუფი შეკრიბა და $900ათასი მოიზიდა.

“ორივემ კარგი გარიგება დავდეთ, – აცხადებს მეტკალფი, რომელიც უკვე 59 წლისაა, – მაგრამ გარიგების დადების დროს ყოველი ჩვენგანი ფიქრობდა, რომ მოგვატყუეს. აქტივების გაყიდვა მისთვის ძალიან მძიმე იყო”, – ამბობს იგი ჩუინარდის შესახებ, რომელიც ახლა 75 წლისაა; მან 1981 წელს ბიზნესის მიმართულების შეცვლა მოახდინა და კონცენტრაცია ტანსაცმლის მიმართულებაზე გააკეთა. მეტკალფმა სამთო კარაბინერების აღკაზმულობისა და გაუკვალავ თოვლში სასიარულო თხილამურების ბიზნესები გააერთიანა, კომპანიას სახელწოდება შეუცვალა, Black Diamond Equipment-ი დაარქვა და ოპერაციები პატაგონიის სანაპირო ვენტურადან, სათავო ოფისით კალიფორნიაში, სოლტ-ლეიკ-სიტიში გადაიტანა, სადაც, მისი აზრით, კომპანიის თანამშრომლები სამსახურამდე და სამსახურის შემდეგ თხილამურებზე სრიალით და ალპინიზმით დაკავდებოდნენ. “ვხედავდი, რომ ადამიანები უფრო დამყოლები გახდნენ პატაგონიაში, – გვიხსნის მეტკალფი. – მსურდა, ზრდაზე ორიენტირებული გარემო შემექმნა”.

დღეს ორი კომპანია ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ არის, რადგან Black Diamond-ი ტანსაცმელების ბაზარზე შედის. ეს არ არის თანასწორი მხარეების შეჯიბრი: 2013 წლის მდგომარეობით, 600 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლებით Patagonia Black Diamond-ზე სამჯერ უფრო დიდია. ეს უფრო მარკ ბენიოფსა და ლარი ელისონს შორის გამართულ გადამწყვეტ ორთაბრძოლას ჰგავს, ვიდრე ბრძოლას, მაგალითად, სტივ ჯობსსა და ბილ გეიტსს შორის.

მეტკალფი, რომელიც კვლავ მთამსვლელის ძარღვმაგარი აღნაგობითა და ხშირი ჭაღარანარევი შავი თმით გამოირჩევა, დაბლობ და სიგრძეზე გადაჭიმულ კუნძულზე გაიზარდა, ნიუ-იორკში. მაგრამ იგი ისევ იხსენებს ტინეიჯერობის ასაკში მიღებულ Chouinard Equipment-ის პირველ კატალოგს და ავტოსტოპებით 100 მილის გავლას ნიუ-პალტცის (ნიუ იორკის შტატი) დასავლეთით, შავანგუნკის ქედზე ასასვლელად. მან კოლეჯს თავი დაანება, რათა შორეული მთის მწვერვალები დაეპყრო, ალასკასა და ვაიომინგში პირველი ასვლების ჩათვლით; ბოლოს და ბოლოს, მეტკალფმა კოლორადოს უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებში ხარისხი მიიღო. უცნაურ სამსახურებში მუშაობდა, რათა მთაში თოკზე გატარებული დრო მაქსიმუმამდე გაეზარდა. 1982 წელს მან დაარწმუნა ჩუინარდი, რომელმაც 1970-იან წლებში Patagonia დააარსა, იგი სამსახურში აეყვანა.

Black Diamond-ის სოლტ-ლეიკზე გადატანის შემდეგ კომპანიის წლიურმა შემოსავლებმა თითქმის $6 მილიონს მიაღწია. მეტკალფმა ადგილობრივი ბანკი დაარწმუნა, გირაოში ჩარჩენილი 6 აკრის ფართის უძრავი ქონება ვასაჩის მთაგრეხილის ძირში, მისთვის მიეყიდა. კომპანიის დღევანდელი სათავო ოფისი მიტოვებულ სურსათის მაღაზიაში, 100 000 კვადრატული ფუტის საოფისე და საწარმოო ფართში, ექვს შენობაშია განთავსებული. კედლები დაფარულია თანამშრომელთა გმირობისა და კომპანიის აღჭურვილობის გამოყენების ამსახველი ფოტოებით. საინჟინრო ფაკულტეტის ახალმა კურსდამთავრებულებმა სიმტკიცის გასაზომი, ალუმინის მოდრეკისა და მისგან კარაბინების დასამზადებელი ტექნიკა და ნეილონის ტილოებისგან აღკაზმულობის დამამზადებელი დანადგარები დააპროექტეს; დანადგარები დღე-ღამეში კვლავ 20 საათის განმავლობაშია ჩართული.

1990-იან წლებში კომპანია ტექნიკისა და იარაღების დამზადებაზე იყო ფოკუსირებული; კომპანიამ თავის საქმიანობაში ფარებისა და ზვავის დროს გამოსაყენებელი აღჭურვილობის (ნიჩბები და ზონდები) წარმოება მოიცვა. 1998 წლისთვის გაყიდვების მაჩვენებელი მხოლოდ $22 მილიონს უტოლდებოდა. Black Diamond-ი უბრალო მთა იყო ისეთ მწვერვალებს შორის, როგორიცაა Columbia, The North Face-ი, Canada’s Arc’teryx-ი და, რა თქმა უნდა, Patagonia – ეს ორი უკანასკნელი კომპანია აღკაზმულობიდან ტანსაცმლის წარმოებაზე გადაერთო. მაგრამ – არა მეტკალფი. მან ბიზნესი გაუკვალავ თოვლში სასიარულო თხილამურების, გადაბმების, მთის ფეხსაცმელებისა და თხილამურების ჩანთების მიმართულებებით გააფართოვა. შტატში 30 ინჟინრით, კომპანიამ AvaLung-ი განავითარა, რომელიც გამოყოფილი ნახშირორჟანგის მომხმარებელთა თავიდან მისი ზურგის ქვედა ნაწილისკენ მიმართვას ახდენს, რითაც ზვავის მსხვერპლს სიცოცხლის გადასარჩენად დამატებითი 40 წუთს აძლევს (ამ შემოდგომას კომპანიამ $1,300-ის ღირებულების ზვავის პირობებში გამოყენებული აღჭურვილობის პაკეტი გამოუშვა, რომელშიც დაცურებისას ზვავისგან თავდასაცავად, მთამსვლელის საჰაერო ჩანთის გაბერვა ხდება. იგი აღჭურვილია ელექტრონულად კონტროლირებადი ტურბო-ვენტილატორით, რომელიც ლითიუმ-იონის ბატარეაზე მუშაობს). “კომპანიაში პროდუქტებს ქმნიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი არსით ინჟინრები არიან”, – აცხადებს ტომ ბოილი, W.L. Gore & Associates-ის სტრატეგიული მარკეტოლოგი, ეს უკანასკნელი კომპანია Gore-Tex-ის მწარმოებელია.

2010 წლისთვის, როდესაც Black Diamond-ი უკვე წლიურად 92 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბრენდს წარმოადგენდა, დიდი ხნის ერთგულ ინვესტორებს მოუთმენლობა დაეტყოთ. შესაბამისად, მეტკალფმა უკუშერწყმა განახორციელა უორენ კანდერსის დახმარებით, რომელიც სათავეში უდგას Stamford, Conn-ს, კერძო კაპიტალის ტიპის ფირმას. მან თავისი სიმდიდრე ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ტექნიკის წარმოებითა და ამ ტექნიკის $4,1 მილიარდად BAE Systems-ისთვის მიყიდვით იშოვა. გარიგებაში კანდერსის ორი კომპანია იღებდა მონაწილეობას: Clarus Corp. საჯარო, მაგრამ არაფუნქციონირებადი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია $81 მილიონიs მოცულობის ნაღდი ფულითა და $231 მილიონის ზარალით ბალანსზე და Gregory Mountain products-ი, ზურგჩანთებისა და სხვა საქონლის მწარმოებელი კომპანია. ნაღდი ფულისა და სესხის გამოყენებით, Black Diamond-ის აქციონერებმა გარიგებით მიიღეს 90 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო Gregory-ის დამფუძნებლებმა კი – 45 მილიონი აშშ დოლარი, რამაც გამყიდველებს საშუალება მისცა შეესყიდათ რეკაპიტალიზებული Black Diamond-ი 6 აშშ დოლარად თითო აქციაში. 24%-იანი წილით, კანდერსი კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდა. წელს Samsonite-ზე Gregory 85 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ზრდის ძლიერი წყაროს ძიებაში, მეტკალფმა თავისი შეხედულება ტანსაცმელზე შეცვალა. საერთო მარჟამ შარვლებსა და წყალგაუმტარ ქურთუკებზე შეიძლება 50%-ს მიაღწიოს; მთაში სასიარულო აღკაზმულობის შემთხვევაში კი – დაახლოებით 35%-ს. სწორი დასახელებების საწარმოებლად, Black diamond-მა Arc’teryx-დან, The North Face-სა და Orvis-დან წამყვანი სპეციალისტების გადმობირება დაიწყო. კომპანიამ ასევე აიყვანა ორი კარგი რეპუტაციის მქონე ექსპერტი, ტიმ ბენტლი და მარტინ ლინდენი Patagonia-დან. ჩუინარდი Black diamond-ს არ ჩამორჩა და Patagonia-ს თანამშრომლებს Black diamond-ის ოფისებიდან შემომავალი ყველა ზარისა და ელექტრონული წერილის დაბლოკვა უბრძანა 2011 წელს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. “Black Diamond-ი აწარმოებს მაღალი ხარისხის სამთო აღჭურვილობას, – აცხადებს Patagonia-ს სპიკერი, – მაგრამ ყველაფერი ის, რაც ამ კომპანიამ Patagonia-დან ისესხა, იყო ტექნიკური ცოდნა” – და არა მისი სული. “ტანსაცმლის წარმოების დაწყება რთული იყო,” – აცხადებს მეტკალფი. ჩუინარდების ოჯახის შესახებ კი დასძენს: “ამან საფრთხე შეუქმნა ჩვენს მეგობრობას”.

ტექსტილის პროდუქციაზე გადასვლამ ასევე პრობლემები შექმნა ინვესტორებთან ურთიერთობაშიც. გასულ შემოდგომას აქციების ფასის 15 აშშ დოლარამდე აწევის შედეგ, Black Diamond-ის აქციების ფასი დაახლოებით განახევრდა. მეტკალფი აცხადებს, რომ აქციონერები მეორე კვარტალის შედეგებით იმედგაცრუებულნი არიან, მაგრამ ამ შედეგებით კომპანიის მითითებების უბრალოდ შესრულება მოხდა. ორი მიყოლებით ზარალიანი კვარტალის შემდეგ ზოგიერთი ინვესტორი სიფრთხილეს იჩენს, ამასთან Black Diamond-ი, Gregory-ის გაყიდვის შემდეგ, თითქოს დინებას მიჰყვება. “ამ კომპანიის ოქროს ხანა ჯერ კიდევ წინ არის”, – მაინც ამტკიცებს მეტკალფი.

ალბათ უმჯობესია, წყალგაუმტარ, ცვეთაგამძლე ტანსაცმელში ოქრო ჩააყოლოს კომპანიამ: Black Diamond-ის მიზანია 2020-იანი წლების დასაწყისისთვის შემოსავლების $250-მილიონიანი ზრდის მიღწევა, ერთი წლის წინ ნულოვანი ზრდის არსებობის პირობებში. გასულ წელს სრულად გაიყიდა მისი პირველი შეთავაზებები – სპორტული მოსაცმელები და საიზოლაციო საქონელი – და მისი უდიდესი კლიენტი REI მეტი პროდუქციის შესაძენად არის მზად. ამ შემოდგომაზე მეტკალფი მომხმარებლებს 120 დასახელების ტანსაცმელს შესთავაზებს, ეს მაჩვენებელი 2013 წელს 24-ს უტოლდებოდა.

კომპანიაში ექვსწლიანი გამოცდილების მქონე როუზ მარკარიოსთან ერთად Patagonia-ც ახალ თარგებს ჭრის. სპორტის, თევზაობისა და ჩანთების წარმოების სფეროებში აგრესიულ შესვლასთან ერთად, კერძო კომპანიამ საკვების წარმოების მცირე ზომის განყოფილება გახსნა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სტარტაპების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, 20-მილიონიანი ფონდი შექმნა. მეტკალფმა კომპანიის ყოველდღიური მართვა ზეენა ფრიმანს, Sony-სა და GAP-ის ყოფილ მენეჯერს გადააბარა, მაგრამ იგი მაინც ბრძოლისგან სიამოვნებას იღებს: “ჩვენ 17 წლის ასაკის დამნაშავეებს ვგავართ, რომლებიც სახლიდან გამოყარეს და რომლებმაც ახლა წარმატებას მიაღწიეს”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *