რუსეთის არქტიკულ ქალაქში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

რუსეთის არქტიკულ ქალაქში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

რუსეთის არქტიკულ ნაწილში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. კერძოდ, ციმბირის ქალაქ ვერხოიანსკში 38 გრადუსამდე მოიმატა ტემპერატურამ გასულ შაბათს. ამ მონაცემებს ABC-ი რუსეთის მეტეოროლოგიური მონაცემების ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული პატარა ქალაქი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიცაა შესული, როგორც ადგილი, სადაც ყველაზე ექსტრემალური ტემპერატურული დიაპაზონი ფიქსირდება ხოლმე, ამ ადგილას მინიმუმ მინუს 68 გრადუსი, ხოლო წინა მაქსიმუმი – 37.2 გრადუსი იყო.

ზოგადად, წელს, ციმბირის რაიონში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურები ფიქსირდებოდა. გასულ წელს, გვახსოვს ალბათ მასშტაბური ხანძრებიც რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *