რუსული წიაღისეული საწვავის ტოპ-იმპორტიორი ქვეყნები უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ

რუსული წიაღისეული საწვავის ტოპ-იმპორტიორი ქვეყნები უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე, გარკვეული ქვეყნები რუსეთის წიაღისეული საწვავის შესყიდვას კვლავ განაგრძობენ. CREA-ის შეფასებით, ომის დაწყების დღიდან, რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან $315 მილიარდზე მეტის შემოსავალი მიიღო, საიდანაც თითქმის ნახევარი, $149 მილიარდი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსეთის წიაღისეული საწვავის ყველაზე დიდი შემსყიდველი ჩინეთი გახლდათ. რუსეთის მეზობელმა და არაფორმალურმა მოკავშირემ, ჩინეთმა, პირველ რიგში, ნედლი ნავთობი შეისყიდა, რომელიც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 80%-ს, $55 მილიარდზე მეტს შეადგენდა. საერთო ჯამში, ჩინეთმა რუსეთისგან $66.6 მილიარდის ღირებულების წიაღისეული საწვავი შეიძინა.

ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკა, გერმანია, სიდიდით რუსული წიაღისეული საწვავის მეორე იმპორტიორია. მისი იმპორტის ძირითადი ნაწილი კი, $12 მილიარდზე მეტი, ბუნებრივ აირზე მოდის. NATO-ს წევრი თურქეთი ახლოს მიჰყვება გერმანიას, როგორც რუსული წიაღისეული საწვავის მესამე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი. მოსალოდნელია, რომ ქვეყანა უახლოეს პერიოდში გერმანიასაც გადაუსწრებს, ევროკავშირში მისი არყოფნა კი ნიშნავს, რომ ორგანიზაციის აკრძალვები რუსულ იმპორტზე თურქეთისთვის არ იმოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეული საწვავის იმპორტიორი ქვეყნებიდან ნახევარზე მეტი ევროკავშირიდანაა, დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ბლოკის ქვეყნები რუსულ იმპორტზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად ამცირებენ. ევროკავშირის აკრძალვებმა და ფასების ლიმიტმა ბლოკიდან მიღებული წიაღისეული საწვავის ყოველდღიური შემოსავლების 85%-ით შემცირება განაპირობა – შედეგად, ეს მონაცემი, 2022 წლის მარტის პიკიდან, $774 მილიონიდან, 2023 წლის 22 თებერვლის მონაცემებით, დღეში $119 მილიონამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ინდოეთის მხრიდან რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი დღიური $3 მილიონიდან, $81 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა აღნიშნული ზრდა არ აღმოჩნდა საკმარისი ევროკავშირის იმპორტის შემცირებით ($655 მილიონი) მიღებული ზარალის აღმოსაფხვრელად. ანალოგიურად, მაშინაც კი, თუ აფრიკის ქვეყნებმა გასული წლის დეკემბრის შემდეგ გააორმაგეს რუსული საწვავის იმპორტი, S&P Global-ის მონაცემებით, იანვრის შემდგომ, რუსული ნავთობპროდუქტების საზღვაო ექსპორტი 21%-ითაა შემცირებული.

მთლიანობაში, გასული წლის 24 მარტს დაფიქსირებული $1.17 მილიარდიდან, რუსეთის მიერ წიაღისეული საწვავიდან მიღებული ყოველდღიური შემოსავალი 50%-ით, $560 მილიონამდე შემცირდა. ევროკავშირის შესყიდვების შემცირებასთან ერთად, შემოსავლის ვარდნის მთავარი კრიტერიუმი რუსული ნედლი ნავთობის ფასის კლება იყო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბარელზე თითქმის 50%-ით, $99-დან $50-მდე შემცირდა.

Visual Capitalist-ის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, რუსული წიაღისეული საწვავის ტოპ-იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. ჩინეთი – $66.6 მილიარდი

ნედლი ნავთობი: $54.9 მილიარდი; ბუნებრივი აირი: $6.1 მილიარდი; ქვანახშირი: $5.7 მილიარდი

  1. გერმანია – $26.1 მილიარდი

ნედლი ნავთობი: $13.3 მილიარდი: ბუნებრივი აირი: $12.1 მილიარდი; ქვანახშირი: $0.7 მილიარდი

  1. თურქეთი – $25.9 მილიარდი

ნედლი ნავთობი: $14.8 მილიარდი; ბუნებრივი აირი: $7.5 მილიარდი; ქვანახშირი: $3.6  მილიარდი

  1. ინდოეთი – $24.1 მილიარდი

ნედლი ნავთობი: $20.8 მილიარდი; ბუნებრივი აირი: $0: ქვანახშირი: $3.3 მილიარდი

  1. ნიდერლანდები – $18.0 მილიარდი

ნედლი ნავთობი: $16.2 მილიარდი; ბუნებრივი აირი: $0.8 მილიარდი; ქვანახშირი: $1.0 მილიარდი

  1. იტალია – $14.8 მილიარდი

ნედლი ნავთობი: $8.7 მილიარდი; ბუნებრივი აირი: $5.6 მილიარდი; ქვანახშირი: $0.4 მილიარდი

  1. პოლონეთი – $12.1 მილიარდი

ნედლი ნავთობი: $8.9  მილიარდი; ბუნებრივი აირი: $2.9 მილიარდი; ქვანახშირი: $0.3 მილიარდი

  1. საფრანგეთი – $9.5 მილიარდი

ნედლი ნავთობი: $5.2 მილიარდი; ბუნებრივი აირი: $4.2 მილიარდი; ქვანახშირი: $0.2 მილიარდი

  1. ბელგია – $9.2 მილიარდი

ნედლი ნავთობი: $5.5 მილიარდი; ბუნებრივი აირი: $3.5 მილიარდი; ქვანახშირი: $0.2 მილიარდი

  1. უნგრეთი – $8.6 მილიარდი

ნედლი ნავთობი: $2.7 მილიარდი; ბუნებრივი აირი: $5.9 მილიარდი; ქვანახშირი: $0

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *