“საბა” 2024-ის გამარჯვებულები

“საბა” 2024-ის გამარჯვებულები

ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელსსაბასსაზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-საბასგამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში. 

სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს. 

ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პასუხისმგებლობას აორმაგებს და ვინაიდან წელს საბას დაჯილდოება ვერ ჩატარდება, თიბისის მხარდაჭერით, დაჯილდოების ცერემონიისთვის განსაზღვრულ თანხას სრულად მივმართავთ ფულად პრიზებზე არა მხოლოდ გამარჯვებულებისათვის, არამედ ყველა ფინალისტისთვისაც. 

ლიტერატურული პრემიასაბა” 2024-ის ჟიურიში იმუშავა: პროზაიკოსმა ბიძინა მაყაშვილმა; პოეტმა პაატა შამუგიამ; მთარგმნელმა თამარ ჯაფარიძემ; ლიტერატორმა გვანცა ჩხენკელმა; პოეტმა ლია ლიქოკელმა. 

ჟიურიმ განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ათ სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული: 

  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”: აინე მერმე, “ეუარა“ (ინდიგო); 
  • წლის საუკეთესო კრიტიკა”: ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (გამომცემლობა ინტელექტი); 
  • წლის საუკეთესო პიესა”: გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო); 
  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა”: ზაზა ბურჭულაძე, “ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა); 
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდოსაბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში”: ლაშა ბუღაძე, “საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა); 
  • წლის საუკეთესო ქართული თარგმანი”: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგისფოტოგრაფია“ (გამომცემლობა დიოგენე); 
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული”: მარი ბექაური, “ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა); 
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული”: ბესიკ ხარანაული, “ეს საქართველოა“ (გამომცემლობა ინტელექტი); 
  • ნომინაციაშიწლის საუკეთესო რომანიწელს ორი დამოუკიდებელისაბაგაიცა, გამარჯვებულები გახდნენ: ბესო სოლომანაშვილი, “ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა) და დავით ქართველიშვილი, “მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (გამომცემლობა პალიტრა L); 
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისსაბაგადაეცემა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.