საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებიც სახელფასო დანამატებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ

საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებიც სახელფასო დანამატებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ

31 მხარჯავი დაწესებულება დანამატებზე შრომის ანაზღაურების 0-10%-ს ხარჯავს, 9 დაწესებულება 10-20%-ს, 1 უწყება კი 20-50%-ს.

2018 წლის 9 თვეში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შრომის ანაზღაურებაზე ჯამში მილიარდი ლარი დახარჯეს, აქედან თანამდებობრივი სარგოს ხარჯი 717.3 მლნ ლარი იყო.

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, პრემიის ხარჯი მთლიან შრომის ანაზღაურებაში 1%-ს, ხოლო დანამატის ხარჯი კი 14%-ს და შესაბამისად 141.7 მლნ ლარს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 156.9 მლნ ლარი დახარჯეს, ხოლო მივლინებებზე კი 16.3 მლნ ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება დანამატებს, შესწავლილი 41 უწყებიდან, 31 მხარჯავი დაწესებულება დანამატებზე შრომის ანაზღაურების 0-10%-ს ხარჯავს, 9 დაწესებულება 10-20%-ს, ხოლო 1 უწყება კი 20-50%-ს. აღნიშნული უწყება საკონსტიტუციო სასამართლოა, რომელმაც 2018 წლის 9 თვეში დანამატებზე შრომის ანაზღაურების 23.6%, ანუ 448 989 ლარი დახარჯა. უწყების შრომის ანაზღაურების ხარჯი საანგარიშო პერიოდში, 1.9 მლნ ლარს აღემატებოდა.

უწყებები, რომლებმაც დანამატებზე შრომის ანაზღაურების 10-20% დახარჯეს შემდეგია:

რაც შეეხებათ უწყებებს, რომლებიც დანამატებზე შრომის ანაზღაურების 10%-ზე ნაკლებს ხარჯავენ, მათგან თანხობრივად ყველაზე მეტი ხარჯი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გასწია – ანაზღაურების 9.9% და შესაბამისად 3.1 მლნ ლარი.

2.3 მლნ ლარის დანამატები გაიცა ფინანსთა სამინისტროში, რაც უწყების შრომის ანაზღაურების (31.6 მლნ ლარი) 7.4%-ია. მილიონ ლარზე მეტის დანამატი გასცა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც, კერძოდ 1 148 124 ლარი, რაც შრომის ანაზღაურების 3.4%-ს შეადგენს.

შრომის ანაზღაურების 9.7%, ანუ 984 692 ლარი დახარჯა დანამატებზე ეკონომიკის სამინისტრომ, 8.2% ანუ 908 113 ლარი კი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.