სად არის ყველაზე ძვირი სასტუმროები საქართველოში

სად არის ყველაზე ძვირი სასტუმროები საქართველოში

2018 წლის ივლისში, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში – 10.1%-ით და სამცხე-ჯავახეთში – 5.9%-ით გაიზარდა, სასტუმროს ფასები მხოლოდ თბილისში შემცირდა – 1.2%-ით. PMCG-ის კვლევის მიხედვით, ივლისში 3* სასტუმროს საშუალო ფასმა 148 ლარი შეადგინა, 4* – 254 ლარი, 5* – 455 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის – 72 ლარი. 

3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში – 180 ლარი და აჭარაში – 156 ლარი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ივლისში აღნიშნული რეგიონების 3* სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის (ოქტომბერი – ივლისი) მაქსიმუმს მიაღწია. ივლისის თვეში, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა ქვემო ქართლი – 89 ლარი და იმერეთი – 110 ლარი.

4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასები სამცხე-ჯავახეთში – 297 ლარი და კახეთში – 289 ლარი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ივლისში, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის 4* სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. ივლისის თვეში 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთი – 155 ლარი და იმერეთი – 219 ლარი.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივლისში 455 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 518 ლარი შეადგინა, სამცხე-ჯავახეთში – 443 ლარი, აჭარაში – 432 ლარი, ხოლო კახეთში – 408 ლარი. 5* სასტუმროების საშუალო ფასმა, აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. თბილისში ბოლო ათი თვის განმავლობაში, 5* სასტუმროს ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ოქტომბერში დაფიქსირდა, ხოლო კახეთში – ივნისში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.