სად რა ღირს უძრავი ქონება - თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

სად რა ღირს უძრავი ქონება - თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

2018 წლის მესამე კვარტალში, 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი, 2.4%-ით გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა (24.3%) დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით. თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების ბაზრის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას უკავია. სწორედ თბილისზე მოდის გაყიდვების 44%. 

თბილისში ყველაზე აქტიური უბანი კი საბურთალოა, რომელზეც მთლიანი გაყიდვების 27% მოდის, მას მოსდევს ვაკე 16.1%-ით და გლდანი 12.2%-ით. 

თბილისის უბნების მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი შემდეგია:    

  • მთაწმინდა – $1099 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +7.3% 
  • ვაკე – $972 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +5.3% 
  • საბურთალო – $893 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2% 
  • კრწანისი – $829 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.3% 
  • დიდუბე – $783 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4% 
  • ჩუღურეთი – $771 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2.9% 
  • ისანი – $682 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.6% 
  • ნაძალადევი – $628 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4% 
  • გლდანი – $570 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +9.9% 
  • სამგორი – $546 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -2.5% 

რაც შეეხება სახლის ქირაობას, ფასი ამ შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და თბილისის უბნების მიხედვით კვ.მ ქირის ფასი შემდეგია: 

  • მთაწმინდა – $7.772 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -13.9% 
  • ვაკე – $7.36 (კვ.მ) ცვლილებაწინა წელთან შედარებით -8.1% 
  • კრწანისი – $7.05 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -9.8% 
  • ჩუღურეთი – $6.78 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +4.4% 
  • საბურთალო – $6.75 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -3.1% 
  • ისანი – $6.69 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.5% 
  • დიდუბე – $6.05 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -0.9% 
  • სამგორი – $5.69 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +19% 
  • ნაძალადევი – $5.32 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +0.6%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *