სადაზღვევო ბროკერებს კანონით ახალი მოთხოვნები უწესდებათ

სადაზღვევო ბროკერებს კანონით ახალი მოთხოვნები უწესდებათ

დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტით, რომელსაც პარლამენტის კომიტეტმა მხარი სამი მოსმენით უკვე დაუჭირა, დგინდება სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის შემდგომი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმები. 

კერძოდ, დადგინდა სადაზღვევო ბროკერის მიერ საქმიანობის განხორციელებისას მომხმარებლისათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, ინფორმაციის მინიმალური მოცულობა და მისი მიწოდების ფორმა. 

დამატებით, მზღვეველი (ასევე უცხო ქვეყნის სადაზღვევო ორგანიზაციის ფილიალი/წარმომადგენლობა) ვალდებული ხდება გამოაქვეყნოს ინფორმაცია აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

კანონპროექტით,  სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია ფლობდეს კაპიტალის / საგარანტიო ფონდის მინიმალურ ოდენობას, რომელიც საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად უნდა იყოს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში. ამასთანავე, აღნიშნული ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ ბანკში  განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 1 წლიანი პერიოდულობით. სავარაუდოდ თანხის მოცულობა 30 000 ლარის ფარგლებში იქნება. 

სადაზღვევო ბროკერი ვალდებული ხდება დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ბროკერებზე გავრცელდება ფულადი ჯარიმები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *