სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საწარმოები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საწარმოები

საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ერთ-ერთ ფისკალურ რისკად სახელდება. საწარმოების უმეტესობა უმოქმედო და ხშირ შემთხვევაში წაგებიანიცაა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ფისკალური რისკისთვის მნიშვნელოვან საწარმოდ 286-ია შეფასებული, რომელიც მოიცავს რიგი საწარმოების 50 შვილობილ კომპანიას. სტატისტიკის ეროვნული სტატისტიკის ბიზნეს რეგისტრის ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო საწარმოები 12 სხვადასხვა სექტორში ფუნქციონირებენ. მათგან ნახევარზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური დახმარების, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის და უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის სფეროებში ოპერირებს. საწარმოთა ბრუნვის 31,4 პროცენტი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე, 40,6 პროცენტი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების, ხოლო 18 პროცენტი ვაჭრობის ოპერაციებზე მოდის.

ყველაზე მსვილი დამსაქმებელი სახელმწიფო საწარმოები შემდეგია:

საქართველოს რკინიგზა (მფლობელი – საპარტნიორო ფონდი 100%)

დასაქმებულთა რაოდენობა – 12 619

ბრუნვა – 388,191,807.5 ლარი

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია (თბილისის მუნიციპალიტეტი 100%)

დასაქმებულთა რაოდენობა – 6149

ბრუნვა – 131,878,175.9 ლარი

შპს საქართველოს მელიორაცია ( გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 100%)

დასაქმებულთა რაოდენობა – 5930

ბრუნვა – 5,605,848.7 ლარი

შპს თბილსერვის ჯგუფი (თბილისის მუნიციპალიტეტი 100%)

დასაქმებულთა რაოდენობა – 5785

ბრუნვა – 70,094,163.2 ლარი

სს თელასი (საპარტნიორო ფონდი 24%)

დასაქმებულთა რაოდენობა – 4044

ბრუნვა – 455,585,332.4 ლარი

შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (ინფრასტრუქტურის სამინისტრო 100%)

დასაქმებულთა რაოდენობა – 2772

ბრუნვა – 42,367,971.4 ლარი

შპს საქართველოს ფოსტა (ეკონომიკის სამინისტრო 100%)

დასაქმებულთა რაოდენობა – 2456

ბრუნვა – 87,496,925.0 ლარი

სს სახელმწიფო ელექტროსისტემა (საპარტნიორო ფონდი 100%)

დასაქმებულთა რაოდენობა – 1372

ბრუნვა – 110,413,707.4 ლარი

შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა (თავდაცვის სამინისტრო 100%)

დასაქმებულთა რაოდენობა – 1192

ბრუნვა – 33,942,686.8 ლარი

შპს ენგურჰესი (ეკონომიკის სამინისტრო 100%)

დასაქმებულთა რაოდენობა – 933

ბრუნვა – 54,168,637.9 ლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *