იანვარ-აგვისტოში ფულადი გზავნილები 250 მილიონი დოლარით შემცირდა

იანვარ-აგვისტოში ფულადი გზავნილები 250 მილიონი დოლარით შემცირდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2015 წლის აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ფულადი გზავნილები 45.7 მილიონი დოლარით (35%-ით) შემცირდა, იანვარ-აგვისტოში კი ჯამში 250 მილიონი დოლარით (26%-ით) შემცირდა.

საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 30 მილიონი დოლარით (45%-ით) შემცირდა. გზავნილების შემცირების მიხედვით მეორე-მესამე ადგილებზეა საბერძნეთი და იტალია, საბერძნეთიდან 15.8 მილიონი დოლარით (93%-ით) შემცირდა, ხოლო იტალიიდან 1.9 მილიონი დოლარით (17%-ით). 1.5 მილიონი დოლარით (20%-ით) გაიზარდა გზავნილები აშშ-დან.

ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 11 თვეში გზავნილები 317 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.